ალექსი-მესხიშვილი სარდიონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსი-მესხიშვილი სარდიონ – (1814–1863), მთარგმნელი, კრიტიკოსი, ექიმი. ლ. მესხიშვილის მამა.

მისი წერილები და თარგმანები იბეჭდებოდა „კავკაზსა“ და „ცისკარში“. ემხრობოდა არქაისტულ ლიტერატურულ-ესთეტიკურ შეხედულებებს. პირველი კრიტიკული წერილი, ნ. ბერძნიშვილის განმაქიქებელი, გამოაქვეყნა „კავკაზში“ (1857). სამოციან წლებში გამოდიოდა „თერგდალეულების“ წინააღმდეგ. „ცისკარში“ დაბეჭდილი სტატიით („უსტარი ანტიკრიტიკული“) ეკამათებოდა ილიას ცნობილ წერილს „ორიოდე სიტყვა…“ და იცავდა ქართული ენის ძველ ნორმებს. თარგმნა როჟე დე ბოვარის „საფია“, ჟ. ფ. მარმონტელის „მეუდაბნოენი“, ეჟენ სუს „მიმომავალი ურია“.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები