ტემპი (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იერიშის ტემპი)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
  
 
====იერიშის ტემპი====
 
====იერიშის ტემპი====
[[იერიში|იერიშზე]] გადასული [[ჯარები|ჯარების]] დაწინაურების სიჩქარე; იზომება კმ/სთ. დამოკიდებულია მოწინააღმდეგის [[თავდაცვა (სამხედრო ტერმინი)|თავდაცვის]] დაძლევის საიმედოობაზე, საკუთარი ჯარების
+
[[იერიში|იერიშზე]] გადასული [[ჯარები|ჯარების]] დაწინაურების სიჩქარე; იზომება კმ/სთ. დამოკიდებულია [[მოწინააღმდეგე (სამხედრო ტერმინი)|მოწინააღმდეგის]] [[თავდაცვა (სამხედრო ტერმინი)|თავდაცვის]] დაძლევის საიმედოობაზე, საკუთარი ჯარების [[ბრძოლისუნარიანობა|ბრძოლისუნარიანობაზე]], შეტევის სახეზე (სატანკო, შეტევა ქიმიური [[საბრძოლო მასალები|საბრძოლო მასალის]] გამოყენებით, ქვეითად და ა.შ.), [[ადგილმდებარეობა|ადგილმდებარეობის]] ხასიათზე და სხვა.
[[ბრძოლისუნარიანობა|ბრძოლისუნარიანობაზე]], შეტევის სახეზე (სატანკო, შეტევა ქიმიური [[საბრძოლო მასალები|საბრძოლო მასალის]] გამოყენებით, ქვეითად და ა.შ.), [[ადგილმდებარეობა|ადგილმდებარეობის]] ხასიათზე და სხვა.
+
  
 
====საზღვაო დესანტის გადასხმის ტემპი====
 
====საზღვაო დესანტის გადასხმის ტემპი====

მიმდინარე ცვლილება 10:45, 5 ივნისი 2018 მდგომარეობით

ტემპი - (ლათინური tempus - დრო), რომელიმე პროცესის, მოვლენის განხორციელების სიჩქარე (ზოგჯერ სიხშირე), განვითარების ინტენსივობა.

სამხედრო საქმეში გამოიყენება ცნებები: იერიშის შეტევის, დესანტირების, საზღვაო დესანტის გადასხმის, სროლის ტემპები და სხვა.

სარჩევი

[რედაქტირება] გადაზიდვის ტემპი

დღე-ღამეში სამხედრო ფორმირებებით (მატერიალური საშუალებებით) დატვირთული, დანიშნულების ადგილზე მისული და გადმოტვირთული ეშელონების (მატარებლების, გემების, თვითმფრინავების) რაოდენობა.

[რედაქტირება] დესანტირების ტემპი

დროის ერთეულში დესანტირების რაიონში გადასროლილი პირადი შემადგენლობის (ქვედანაყოფების, ნაწილების), სამხედრო ტექნიკის და მატერიალური საშუალებების რაოდენობა.

[რედაქტირება] იერიშის ტემპი

იერიშზე გადასული ჯარების დაწინაურების სიჩქარე; იზომება კმ/სთ. დამოკიდებულია მოწინააღმდეგის თავდაცვის დაძლევის საიმედოობაზე, საკუთარი ჯარების ბრძოლისუნარიანობაზე, შეტევის სახეზე (სატანკო, შეტევა ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენებით, ქვეითად და ა.შ.), ადგილმდებარეობის ხასიათზე და სხვა.

[რედაქტირება] საზღვაო დესანტის გადასხმის ტემპი

დროის ერთეულში განსაზღვრულ უბანზე გადასხმული პირადი შემადგენლობის, სამხედრო ტექნიკის და მატერიალური საშუალებების რაოდენობა.

[რედაქტირება] სროლის ტემპი (ცეცხლის ტემპი)

1.დროის შუალედი ქვემეხების (ნაღმსატყორცნების) გასროლებს, ბატარეების ჯერებს ან ზალპებს შორის, რომლებიც ხორციელდება მოცემული კომანდით (გასროლების, ზალპების რაოდენობა დროის ერთეულში). ინიშნება მიზნის ხასიათის, საბრძოლო მასალის ხარჯვის, საცეცხლე ამოცანის შესრულების დროის და ჭურვების აფეთქების თვალთვალის პირობების გათვალისწინებით.

2. ავტომატური იარაღის სწრაფსროლა.

[რედაქტირება] შეტევის ტემპი

შეტევაზე გადასული ჯარების მოძრაობის სიჩქარე, კმ/დღე-ღამე; ოპერაციის გაშლის ერთ-ერთი მაჩვენებელი. დამოკიდებულია საკუთარი და მოწინააღმდეგის ჯარების რაოდენობასა და ბრძოლისუნარიანობაზე, თავდაცვის და ადგილმდებარეობის ხასიათზე, შეტევის შეუპოვრობაზე და სხვა.

შეტევის მაღალი ტემპი ურთულებს მოწინაამღდეგეს შუალედურ ზღვრებზე თავდაცვის ორგანიზაციას, ხელს უწყობს ოპერაციის მიზნების სწრაფ მიღწევას. I მსოფლიო ომის დროს შეტევის ტემპი იყო დაბალი და იშვიათად აღწევდა 5-6 კმ/დღე-ღამეში, ზოგ ოპერაციებში კი – 15-25 კმ-ს (სატანკო ჯარებისთვის 40-50 კმ/დღე-ღამეში, ზოგჯერ 80 კმ-მდე) და მეტს.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები