პომპეუსი გნეუს
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''პომპეუსი გნეუს '''- (Pompeius) | + | [[ფაილი:Pomp gnesus.jpg|thumb|150პქ|გნეუს პომპეუსი ]] |
| − | მოღვაწე. თავდაპირველად პომპეუსი [[სულა ლუციუს კორნელიუს|სულას]] ბანაკში იყო. მონაწილეობდა სპარტაკის [[აჯანყება|აჯანყების]] ჩახშობაში. 66 წლიდან სარდლობდა რომაელთა [[ჯარები|ჯარებს]] პონტოს მეფის მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ [[ომი|ომში]]; ილაშქრა კავკასიაშიც ([[პომპეუსის ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში ძვ.წ. 65|პომპეუსის ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში]]). 60 წელს კავშირი შეკრა [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისართან]] და მარკუს კრასუსთან (I ტრიუმვირატი). ტრიუმვირატის დაშლის შემდეგ, 53 წელს, დაიწყო კეისართან ბრძოლა ხელისუფლებისათვის, მაგრამ 48 წელს ფარსალოსთან დამარცხდა და გაიქცა [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]], სადაც მოკლეს. | + | '''პომპეუსი გნეუს '''- (Pompeius) (მაგნუსი/დიდი; ძვ.წ. 106-48 ), რომაელი [[მხედართმთავარი]] და პოლიტიკური მოღვაწე. ძვ.წ. 64-63 წლებში რომის ძალაუფლებას დაუმორჩილა [[სირია]] და [[პალესტინა]]. პირველი ტრიუმვირატის წევრი [[იულიუს კეისარი|გაიუს იულიუს კეისარსა]] და მარკუს კრასუსთან ერთად. პოლიტიკურ ასპარეზზე თავი გამოიჩინა სულას დიქტატურის წლებში 82-79. პომპეუსის სახელი დიდებით შემოსა ლეპიდუსისა (77) და სერტორიუსის აჯანყებების ჩაქრობამ 80-72. 70 აირჩიეს კონსულად, 67 დაეკისრა საგანგებო ფუნქციები, გაეწმინდა ხმელთაშუა ზღვა მეკობრეებისაგან. 66-64 სარდლობდა რომის არმიას III მითრიდატულ ომში, მითრიდატე IV ევპატორის განადგურებამ პომპეუსს დიდი მხედართმთავრის სახელი მოუპოვა. |
| + | |||
| + | რომის ძალაუფლების დამყარებისთვის [[პალესტინა]]ში, პომპეუსი ჩაერია [[იუდეა|იუდეის]] შიდაპოლიტიკურ [[კონფლიქტი|კონფლიქტში]]. იმ დროს მეფობისთვის ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ძმები გირკან II და არისტობულე II. ძლიერი პომპეუსის მიმხრობა ორივე მხარეს უნდოდა და მათ ძღვენი აახლეს რომაელ [[სარდალი|სარდალს]]. პომპეუსი საჭირო დროს ელოდებოდა და როდესაც ეს დრო დადგა [[ჯარი|ჯარით]] დაიძრა [[იერუსალიმი|იერუსალიმისკენ]]. გირკან II-ს მომხრეებმა მას ქალაქის კარიბჭე გაუღეს, ხოლო არისტობულე II-ს მომხრეები ტაძარში გამაგრდნენ და რამდენიმე თვის განმავლობაში [[ალყა|ალყაში]] იყვნენ მოქცეულები. თვითონ არისტობულე რომაელებმა შეიპყრეს. ალყისთვის მოსამზადებლად და აქტიური მოქმედებების საწარმოებლად პომპეუსმა შაბათი დღე გამოიყენა, რადგან [[ებრაელები]] შაბათს მუშაობა და [[ბრძოლა]] ეკრძალებოდათ. | ||
| + | |||
| + | ძვ.წ. 63 წლის შუა პერიოდში რომაელებმა ძლიერი [[შტურმი|შტურმით]] აიღეს ტაძარი და იქ გამაგრებულები სასტიკად დასაჯეს. იოსებ ფლავიუსის მიხედვით გნეუს პომპეუსი ტაძრის წმინდათა წმინდაში შესულა, თუმცა არ დაურბევია და გაუძარცვია. დიონ კასიუსი კი წერს, რომ რომაელებმა ტაძრის საგანძური წაიღეს. პომპეუსის [[ლაშქრობა|ლაშქრობის]] შედეგად იუდეა რომის პროვინციად იქცა, ხოლო შემდეგ პროვინციად. თავდაპირველად პომპეუსმა პალესტინიდან რომს შეუერთა ღაზა, იაფა და სხვა საზღვაო ქალაქები. ასევე სამარია და [[იორდანია|იორდანიის]] დიდი ნაწილი. არისტობულე II და მისი ოჯახი ტყვედ წაიყვანეს რომში. გირკან II პომპეუსმა მეფედ დანიშნა, თუმცა შეზღუდული ძალაუფლებით. | ||
| + | |||
| + | თავდაპირველად პომპეუსი [[სულა ლუციუს კორნელიუს|სულას]] ბანაკში იყო. მონაწილეობდა სპარტაკის [[აჯანყება|აჯანყების]] ჩახშობაში. 66 წლიდან [[სარდლობა|სარდლობდა]] რომაელთა [[ჯარები|ჯარებს]] პონტოს მეფის მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ [[ომი|ომში]]; ილაშქრა [[კავკასია|კავკასიაშიც]] ([[პომპეუსის ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში ძვ.წ. 65|პომპეუსის ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში]]). 60 წელს კავშირი შეკრა [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისართან]] და მარკუს კრასუსთან (I ტრიუმვირატი). ტრიუმვირატის დაშლის შემდეგ, 53 წელს, დაიწყო კეისართან ბრძოლა ხელისუფლებისათვის, მაგრამ 48 წელს ფარსალოსთან დამარცხდა და გაიქცა [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]], სადაც მოკლეს. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | + | * [[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]] |
| + | * [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| + | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ძველი რომის მთავარსარდლები]] | [[კატეგორია:ძველი რომის მთავარსარდლები]] | ||
[[კატეგორია:ძველი რომის პოლიტიკური მოღვაწეები]] | [[კატეგორია:ძველი რომის პოლიტიკური მოღვაწეები]] | ||
[[კატეგორია:ძველი რომის სამხედრო მოღვაწეები]] | [[კატეგორია:ძველი რომის სამხედრო მოღვაწეები]] | ||
[[კატეგორია:ძველი რომი]] | [[კატეგორია:ძველი რომი]] | ||
| + | [[კატეგორია:პირველი ტრიუმვირატის წევრები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:13, 3 ივლისი 2024 მდგომარეობით
პომპეუსი გნეუს - (Pompeius) (მაგნუსი/დიდი; ძვ.წ. 106-48 ), რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. ძვ.წ. 64-63 წლებში რომის ძალაუფლებას დაუმორჩილა სირია და პალესტინა. პირველი ტრიუმვირატის წევრი გაიუს იულიუს კეისარსა და მარკუს კრასუსთან ერთად. პოლიტიკურ ასპარეზზე თავი გამოიჩინა სულას დიქტატურის წლებში 82-79. პომპეუსის სახელი დიდებით შემოსა ლეპიდუსისა (77) და სერტორიუსის აჯანყებების ჩაქრობამ 80-72. 70 აირჩიეს კონსულად, 67 დაეკისრა საგანგებო ფუნქციები, გაეწმინდა ხმელთაშუა ზღვა მეკობრეებისაგან. 66-64 სარდლობდა რომის არმიას III მითრიდატულ ომში, მითრიდატე IV ევპატორის განადგურებამ პომპეუსს დიდი მხედართმთავრის სახელი მოუპოვა.
რომის ძალაუფლების დამყარებისთვის პალესტინაში, პომპეუსი ჩაერია იუდეის შიდაპოლიტიკურ კონფლიქტში. იმ დროს მეფობისთვის ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ძმები გირკან II და არისტობულე II. ძლიერი პომპეუსის მიმხრობა ორივე მხარეს უნდოდა და მათ ძღვენი აახლეს რომაელ სარდალს. პომპეუსი საჭირო დროს ელოდებოდა და როდესაც ეს დრო დადგა ჯარით დაიძრა იერუსალიმისკენ. გირკან II-ს მომხრეებმა მას ქალაქის კარიბჭე გაუღეს, ხოლო არისტობულე II-ს მომხრეები ტაძარში გამაგრდნენ და რამდენიმე თვის განმავლობაში ალყაში იყვნენ მოქცეულები. თვითონ არისტობულე რომაელებმა შეიპყრეს. ალყისთვის მოსამზადებლად და აქტიური მოქმედებების საწარმოებლად პომპეუსმა შაბათი დღე გამოიყენა, რადგან ებრაელები შაბათს მუშაობა და ბრძოლა ეკრძალებოდათ.
ძვ.წ. 63 წლის შუა პერიოდში რომაელებმა ძლიერი შტურმით აიღეს ტაძარი და იქ გამაგრებულები სასტიკად დასაჯეს. იოსებ ფლავიუსის მიხედვით გნეუს პომპეუსი ტაძრის წმინდათა წმინდაში შესულა, თუმცა არ დაურბევია და გაუძარცვია. დიონ კასიუსი კი წერს, რომ რომაელებმა ტაძრის საგანძური წაიღეს. პომპეუსის ლაშქრობის შედეგად იუდეა რომის პროვინციად იქცა, ხოლო შემდეგ პროვინციად. თავდაპირველად პომპეუსმა პალესტინიდან რომს შეუერთა ღაზა, იაფა და სხვა საზღვაო ქალაქები. ასევე სამარია და იორდანიის დიდი ნაწილი. არისტობულე II და მისი ოჯახი ტყვედ წაიყვანეს რომში. გირკან II პომპეუსმა მეფედ დანიშნა, თუმცა შეზღუდული ძალაუფლებით.
თავდაპირველად პომპეუსი სულას ბანაკში იყო. მონაწილეობდა სპარტაკის აჯანყების ჩახშობაში. 66 წლიდან სარდლობდა რომაელთა ჯარებს პონტოს მეფის მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ ომში; ილაშქრა კავკასიაშიც (პომპეუსის ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში). 60 წელს კავშირი შეკრა იულიუს კეისართან და მარკუს კრასუსთან (I ტრიუმვირატი). ტრიუმვირატის დაშლის შემდეგ, 53 წელს, დაიწყო კეისართან ბრძოლა ხელისუფლებისათვის, მაგრამ 48 წელს ფარსალოსთან დამარცხდა და გაიქცა ეგვიპტეში, სადაც მოკლეს.