მოქნილი რეაგირების სტრატეგია
(ახალი გვერდი: '''მოქნილი რეაგირების სტრატეგია''' - აშშ-ის [[სამხედრო დოქ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია:სამხედრო | + | [[კატეგორია:სამხედრო დოქტრინები]] |
[[კატეგორია:ნატოს სტრატეგია]] | [[კატეგორია:ნატოს სტრატეგია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:47, 4 ივნისი 2018 მდგომარეობით
მოქნილი რეაგირების სტრატეგია - აშშ-ის სამხედრო დოქტრინის ერთ-ერთი ელემენტი. მიიღეს XX საუკუნის 60-იან წლებში "საყოველთაო შურისძიების" სტრატეგიის ნაცვლად. 1967 წელს გახდა ნატოს ოფიციალური სტრატეგია.
მისი ძირითადი დებულებებია: ბირთვული იარაღის გამოყენების ან მის გარეშე "შეზღუდული ომის" აღიარება, როგორც ყველაზე სავარაუდო ომის ტიპი; ამ ომისთვის ძალებისა და საშუალებების შემდგომი ყოველმხრივი განვითარება (სახმელეთო ძალების, სტრატეგიული სატრანსპორტო ავიაციის, სატრანსპორტო ფლოტის და სხვა); კონტინენტური საჰაერო თავდაცვის, რაკეტსაწინააღმდეგო და სამოქალაქო თავდაცვის განვითარება. გამოიყენებოდა ევროპაში განლაგებული აშშ-ის "მეწინავე ბაზირების" ძალების და საშუალებების გაზრდისათვის. XX საუკუნის 70-იან წლების დასაწყისში აშშ-ში ჩაანაცვლეს "რეალისტური შეკავების" სტრატეგიით.