ვანთების ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვანთების ეკლესია''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს [[მცხე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | ||
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბაზილიკური ეკლესიები]] | ||
22:57, 12 სექტემბერი 2020-ის ვერსია
ვანთების ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნიჩბისის სამხრეთით 2 კილომეტრზე. აგებულია IX-X საუკუნეებში.
ვანთების ეკლესია სამეკლესიიანი ბაზილიკაა (11,6X10,8 მ), დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, ნაგებია ნატეხი ქვით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია – კედლები ზოგან საძირკვლამდეა დანგრეული.
სამივე ეკლესიას აღმოსავლეთით მართკუთხედში ჩახაზული ნახევარწრიული აფსიდი აქვს. შუა ეკლესია (სიგ. 3,3 მ) გვერდით ეკლესიებთან (ჩრდილოეთ ეკლესიის სიგანე 2,3 მ; სამხრეთ ეკლესიისა 2,6 მ) შედარებით განიერია. მის აფსიდში შემორჩენილია ერთი სარკმელი, ხოლო დარბაზის ჩრდილოეთ კედელთან – ორი პილასტრი.შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებს თითო კარით უკავშორდებოდა. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტით.