ოლიმპიური კონგრესი
(ახალი გვერდი: '''ოლიმპიური კონგრესი''' - ოლიმპიურ მოძრაობაში გაერთიანებული ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ოლიმპიური კონგრესი''' - ოლიმპიურ მოძრაობაში გაერთიანებული ორგანიზაციებისა და მათი წევრების | '''ოლიმპიური კონგრესი''' - ოლიმპიურ მოძრაობაში გაერთიანებული ორგანიზაციებისა და მათი წევრების | ||
| − | წარმომადგენლობითი თავყრილობა, რომელსაც სესიის გადაწყვეტილებით იწვევს [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი|სოკ]]-ის პრეზიდენტი. 1894-1930 წლებში მოეწყო 9 კონგრესი, რომელთაგან რვის ორგანიზატორი პიერ დე კუბერტენი იყო. შემდეგ მთელი 43 წლის განმავლობაში ოლიმპიური კონგრესი აღარ გამართულა. განახლდა 1973 წელს ვარნაში. | + | წარმომადგენლობითი თავყრილობა, რომელსაც სესიის გადაწყვეტილებით იწვევს [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი|სოკ]]-ის პრეზიდენტი. 1894-1930 წლებში მოეწყო 9 კონგრესი, რომელთაგან რვის ორგანიზატორი [[პიერ დე კუბერტენი]] იყო. შემდეგ მთელი 43 წლის განმავლობაში ოლიმპიური კონგრესი აღარ გამართულა. განახლდა 1973 წელს ვარნაში. |
განახლებული ოლიმპიური ქარტიის თანახმად, სოკ-ის გადაწყვეტილებით და მისი პრეზიდენტის თაოსნობით, ოლიმპიურ | განახლებული ოლიმპიური ქარტიის თანახმად, სოკ-ის გადაწყვეტილებით და მისი პრეზიდენტის თაოსნობით, ოლიმპიურ | ||
15:00, 20 ნოემბერი 2020-ის ვერსია
ოლიმპიური კონგრესი - ოლიმპიურ მოძრაობაში გაერთიანებული ორგანიზაციებისა და მათი წევრების წარმომადგენლობითი თავყრილობა, რომელსაც სესიის გადაწყვეტილებით იწვევს სოკ-ის პრეზიდენტი. 1894-1930 წლებში მოეწყო 9 კონგრესი, რომელთაგან რვის ორგანიზატორი პიერ დე კუბერტენი იყო. შემდეგ მთელი 43 წლის განმავლობაში ოლიმპიური კონგრესი აღარ გამართულა. განახლდა 1973 წელს ვარნაში.
განახლებული ოლიმპიური ქარტიის თანახმად, სოკ-ის გადაწყვეტილებით და მისი პრეზიდენტის თაოსნობით, ოლიმპიურ კონგრესს 8 წელიწადში ერთხელ იწვევენ და მას სათათბირო-საკონსულტაციო ხასიათი აქვს. კონგრესი შედგება სოკ-ის წევრებისა და საპატიო წევრებისაგან, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების, ეოკ-ებისა და სოკ-ის მიერ აღიარებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების, მოწვეული სპორტსმენებისა და სხვა პირებისაგან. კონგრესის დღის წესრიგს ამტკიცებს სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო. სულ გაიმართა 13 ოლიმპიური კონგრესი.