გვიდო დ' არეცო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:მუსიკის თეორეტიკოსები]] | [[კატეგორია:მუსიკის თეორეტიკოსები]] | ||
17:02, 16 ივნისი 2023-ის ვერსია
გვიდო დ'არეცო - Guido d'Arezzo გვიდო არეცოელი (990-იანი წწ. – 1050), იტალიელი მუსიკის თეორეტიკოსი, საგუნდო სიმღერების მასწავლებელი ტოსკანაში, მან მონასტერში შემოიღო 4-ხაზიანი სანოტო დგანი, რომლის ყოველ ხაზზე ხმის სიმაღლე ასოებით აღინიშნებოდა. ამ რეფორმამ ხელი შეუწყო მუსიკალური ნაწარმოების ზუსტად ჩაწერას და საფუძვლად დაედო თანამედროვე ნოტაციას. გვიდო დ'არეცომ სიმღერის სწავლების გასაადვილებლად შეიმუშავა მუსიკალური ბგერათა სახელწოდებების სისტემა, შემოიტანა 6-საფეხურიანი ბგერათა რიგი გარკვეული თანაფარდობის ინტერვალებით და აღნიშნა საფეხურები წმ. იოანეს ლათინური ჰიმნის პირველი ექვსი სტრიქონის საწყისი მარცვლებით – უტ, რე, მი, ფა, სოლ, ლა.