პეტრუშკა (თეატრალური თოჯინა)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
„პეტრუშკას“ წარმოდგენები ჩვეულებრივ იმართებოდა ბაზრობაზე, ეზოებში. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ორნი: ერთი [[არღანი|არღანზე]] (უფრო ადრე კი [[ბარბითი|ბარბითზე]], ან [[სალამური|სალამურზე]]) უკრავდა და დიალოგში მონაწილეობდა, მეორე კი, თეჯირს ამოფარებული, თოჯინებს ათამაშებდა – მარჯვენა ხელში „პეტრუშკა“ ეჭირა, მარცხენაში კი რიგრიგობით მისი პარტნიორები. | „პეტრუშკას“ წარმოდგენები ჩვეულებრივ იმართებოდა ბაზრობაზე, ეზოებში. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ორნი: ერთი [[არღანი|არღანზე]] (უფრო ადრე კი [[ბარბითი|ბარბითზე]], ან [[სალამური|სალამურზე]]) უკრავდა და დიალოგში მონაწილეობდა, მეორე კი, თეჯირს ამოფარებული, თოჯინებს ათამაშებდა – მარჯვენა ხელში „პეტრუშკა“ ეჭირა, მარცხენაში კი რიგრიგობით მისი პარტნიორები. | ||
| − | „პეტრუშკა“ უაღრესად ხალხური მოვლენაა, რასაც ადასტურებს ამ წარმოდგენის თემატიკაცა და მათი ფორმაც (ორტაეპედი ნართაული სიტყვებისა და ზმების გამოყენებით). ახლა ძალზე იშვიათადღა გვხვდება სპექტაკლები „პეტრუშკის“ მონაწილეობით, მაგრამ ისეთი თოჯინების სისტემა, რომელთაც ზოგადი სახელწოდება „პეტრუშკები“ ანუ ხელით სათამაშო თოჯინები ეწოდება, ფართოდ გამოიყენებოდა საბჭოურ თოჯინების თეატრში. | + | „პეტრუშკა“ უაღრესად ხალხური მოვლენაა, რასაც ადასტურებს ამ წარმოდგენის თემატიკაცა და მათი ფორმაც (ორტაეპედი ნართაული სიტყვებისა და ზმების გამოყენებით). ახლა ძალზე იშვიათადღა გვხვდება სპექტაკლები „პეტრუშკის“ მონაწილეობით, მაგრამ ისეთი თოჯინების სისტემა, რომელთაც ზოგადი სახელწოდება „პეტრუშკები“ ანუ ხელით სათამაშო თოჯინები ეწოდება, ფართოდ გამოიყენებოდა საბჭოურ [[თოჯინების თეატრი|თოჯინების თეატრში]]. |
15:35, 21 იანვარი 2022-ის ვერსია
პეტრუშკა – (რუს. Петрушка), რუსული ხალხური თოჯინების წარმოდგენის მთავარი პერსონაჟი.
პიესები, რომლებშიაც „პეტრუშკა“ მონაწილეობდა, შედიოდა ქილიკების რეპერტუარში. „პეტრუშკას“ გარეგნობისათვის დამახასიათებელია: მოკაუჭებული გრძელი ცხვირი, გაღიმებული სახე, ხშირად – ორი კუზიც; ტანსაცმელი: წითელი ხალათი, თავზე – ფოჩიანი ჩაჩი, ანდა მასხარას მორთულობა.
„პეტრუშკას“ წარმოდგენები ჩვეულებრივ იმართებოდა ბაზრობაზე, ეზოებში. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ორნი: ერთი არღანზე (უფრო ადრე კი ბარბითზე, ან სალამურზე) უკრავდა და დიალოგში მონაწილეობდა, მეორე კი, თეჯირს ამოფარებული, თოჯინებს ათამაშებდა – მარჯვენა ხელში „პეტრუშკა“ ეჭირა, მარცხენაში კი რიგრიგობით მისი პარტნიორები.
„პეტრუშკა“ უაღრესად ხალხური მოვლენაა, რასაც ადასტურებს ამ წარმოდგენის თემატიკაცა და მათი ფორმაც (ორტაეპედი ნართაული სიტყვებისა და ზმების გამოყენებით). ახლა ძალზე იშვიათადღა გვხვდება სპექტაკლები „პეტრუშკის“ მონაწილეობით, მაგრამ ისეთი თოჯინების სისტემა, რომელთაც ზოგადი სახელწოდება „პეტრუშკები“ ანუ ხელით სათამაშო თოჯინები ეწოდება, ფართოდ გამოიყენებოდა საბჭოურ თოჯინების თეატრში.