არმსტრონგი ლუი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:ჯაზური მუსიკის შემსრულებლები]] | [[კატეგორია:ჯაზური მუსიკის შემსრულებლები]] | ||
16:35, 16 ივნისი 2023-ის ვერსია
ლუი არმსტრონგი - (ინგ. Armstrong. 4. VIII. 1909,-ნიუ-ორლეანი, -6. VIII. 1971, ნიუ-იორკი), ზანგური წარმოშობის ამერიკელი, საყვირზე დამკვრელი და მომღერალი. პირველი ზანგური ჯაზ-ბანდების (ნიუ-ორლეანი) ორგანიზატორი და მონაწილე. უკრავდა ჩიკაგოსა და ნიუ-იორკის სხვადასხვა ჯაზურ ორკესტრში. 1947 შექმნა სექსტეტი „ლუი არმსტრონგის ყველა ვარსკვლავი“. გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
არმსტრონგი XX ს-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ჯაზური მუსიკოსია, შექმნა თავისი საშემსრულებლო სტილი. ბლიუზებისა და ჯაზური სიმღერების ავტორი. 1938-იდან იღებდნენ კინოში, დაჯილდოებული იყო სცენური ნიჭით.