არმსტრონგი ლუი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლუი არმსტრონგი - (ინგ. Armstrong. 4. VIII. 1909,-ნიუ-ორლეანი, -6. VIII. 1971, ნიუ-იორკი), ზანგური წარმოშობის ამერიკელი, საყვირზე დამკვრელი და მომღერალი. პირველი ზანგური ჯაზ-ბანდების (ნიუ-ორლეანი) ორგანიზატორი და მონაწილე. უკრავდა ჩიკაგოსა და ნიუ-იორკის სხვადასხვა ჯაზურ ორკესტრში. 1947 შექმნა სექსტეტი „ლუი არმსტრონგის ყველა ვარსკვლავი“. გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
არმსტრონგი XX ს-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ჯაზური მუსიკოსია, შექმნა თავისი საშემსრულებლო სტილი. ბლიუზებისა და ჯაზური სიმღერების ავტორი. 1938-იდან იღებდნენ კინოში, დაჯილდოებული იყო სცენური ნიჭით.