ზემო ხანდაკის წმინდა თევდორეს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
[[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერში]] შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის [[მოხატულობა|მოხატულობის]] ფრაგმენტები. კონქში გაირჩევა ტახტზე მჯდომი [[ქრისტე]] და ორი [[მთავარანგელოზები|მთავარანგელოზი]].  ქრისტეს ტახტი და ნაცრისფერი შარავანდის კიდე შემკულია ძვირფასი ქვებით. ქვემოთ კონქის კომპოზიცია მოჩარჩოებულია ფართო ორნამენტული ზოლით (გახსნილი რვიანის მსგავსი ლენტოვანი წნული), მცენარეული მოტივებითაა მორთული ქრისტეს ფეხსადგამის წინაპირო. გამოსახულებათა ქვედა რიგი ([[წმინდანები|წმინდანთა]] ფიგურები) თითქმის მთლიანად ჩამორეცხილია. საკურთხევლის სარკმელში შერჩენილია ყავისფერი და მონაცრისფრო-შავი საღებავით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტი. მოხატულობა ხასიათდება შესრულების ხაზოვნებითა და სიხისტით. კონტურები უმთავრესად შავია, წმინდანთა ტანსაცმლის გაღიაფერებას სრულიად სქემატური, გეომეტრიული ნახატის სახე აქვს. მოხატულობის კოლორიტი უმთავრესად მონაცრისფრო-თეთრი, მუქი მოწითალო-ყავისფერი, შავი, მღვრიე ყვითელი, მონაცრისფრო-შავი და მომწვანო ოქრას ფერებისაგან შედგება.  
 
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ქვიშაქვის სათაურზე გამოსახულია [[ჯვარი]] და [[არშია (არქიტექტურა)|არშია]]. მარტივპროფილიანი ლავგარდნის ფრაგმენტები შემორჩენილია სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე. ეკლესიის [[სახურავი]] ორფერდაა, გადახურული ყოფილა [[კრამიტი]]თ. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან კარიბჭე, ეგვტერი და პატარა სათავსი მიუშენებიათ, დასავლეთიდან კი მთელ სიგრძეზე - ვიწრო სათავსი (შემორჩენილია ნანგრევები). რომელიც ეკლესიისგან მასიური პილასტრებითა და თაღით იყო გამოყოფილი. კარიბჭიდან შეიძლებოდა შესვლა ეკლესიაში, ეგვტერსა და მცირე სათავსში, აქედან კი – დასვლეთ მინაშენში. კარიბჭე ცილინდრული კამარით იყო გადახურული. ეგვტერიც (7,2X3,6 მ) გადახურულია ცილინდრული კამარით. ეგვტერში აფსიდის ღერძზე ერთადერთი სარკმელია, სამხრეთი [[ყრუ კედელი|კედელი ყრუა]], ჩრდილოეთით [[თაღედი]]ა, რომელიც ეკლესიის კედელს ეკვრის.
+
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ქვიშაქვის სათაურზე გამოსახულია [[ჯვარი]] და [[არშია (არქიტექტურა)|არშია]]. მარტივპროფილიანი ლავგარდნის ფრაგმენტები შემორჩენილია სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე. ეკლესიის [[სახურავი]] ორფერდაა, გადახურული ყოფილა [[კრამიტი]]თ. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან კარიბჭე, [[ეგვტერი]] და პატარა სათავსი მიუშენებიათ, დასავლეთიდან კი მთელ სიგრძეზე - ვიწრო სათავსი (შემორჩენილია ნანგრევები). რომელიც ეკლესიისგან მასიური პილასტრებითა და თაღით იყო გამოყოფილი. კარიბჭიდან შეიძლებოდა შესვლა ეკლესიაში, ეგვტერსა და მცირე სათავსში, აქედან კი – დასვლეთ მინაშენში. კარიბჭე ცილინდრული კამარით იყო გადახურული. ეგვტერიც (7,2X3,6 მ) გადახურულია ცილინდრული კამარით. ეგვტერში აფსიდის ღერძზე ერთადერთი სარკმელია, სამხრეთი [[ყრუ კედელი|კედელი ყრუა]], ჩრდილოეთით [[თაღედი]]ა, რომელიც ეკლესიის კედელს ეკვრის.
  
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 14:27, 3 ივნისი 2022 მდგომარეობით

ზემო ხანდაკის წმინდა თევდორეს ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხანდაკიდან ერთ კილომეტრზე, სოფელ ხოვლისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, მთის ფერდობზე. თარიღდება XIV-XVI საუკუნეებით.

[რედაქტირება] აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (13 X 7 მ), ნაგებია შაბიამნისფერი თლილი ტუფითა და ქვიშაქვის დიდი კვადრებით. ეკლესიას არქიტრავით გადახურული ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით. აფსიდში ერთი სარკმელია. საკურთხევლის წინ შემორჩენილია ქვის კანკელის ნაშთი. დარბაზის ცილინდრული კამარა პილასტრებზე დადგმულ, ტუფის კარგად დამუშავებული დიდი ქვებით ნაწყობ თაღებს ეყრდნობა. პილასტრებს მარტივი პროფილის კაპიტელი აქვს. სამხრეთ კედელში, საკმაოდ მაღლა გაჭრილია ორი სარკმელი.

ინტერიერში შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის მოხატულობის ფრაგმენტები. კონქში გაირჩევა ტახტზე მჯდომი ქრისტე და ორი მთავარანგელოზი. ქრისტეს ტახტი და ნაცრისფერი შარავანდის კიდე შემკულია ძვირფასი ქვებით. ქვემოთ კონქის კომპოზიცია მოჩარჩოებულია ფართო ორნამენტული ზოლით (გახსნილი რვიანის მსგავსი ლენტოვანი წნული), მცენარეული მოტივებითაა მორთული ქრისტეს ფეხსადგამის წინაპირო. გამოსახულებათა ქვედა რიგი (წმინდანთა ფიგურები) თითქმის მთლიანად ჩამორეცხილია. საკურთხევლის სარკმელში შერჩენილია ყავისფერი და მონაცრისფრო-შავი საღებავით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტი. მოხატულობა ხასიათდება შესრულების ხაზოვნებითა და სიხისტით. კონტურები უმთავრესად შავია, წმინდანთა ტანსაცმლის გაღიაფერებას სრულიად სქემატური, გეომეტრიული ნახატის სახე აქვს. მოხატულობის კოლორიტი უმთავრესად მონაცრისფრო-თეთრი, მუქი მოწითალო-ყავისფერი, შავი, მღვრიე ყვითელი, მონაცრისფრო-შავი და მომწვანო ოქრას ფერებისაგან შედგება.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ქვიშაქვის სათაურზე გამოსახულია ჯვარი და არშია. მარტივპროფილიანი ლავგარდნის ფრაგმენტები შემორჩენილია სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურული ყოფილა კრამიტით. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან კარიბჭე, ეგვტერი და პატარა სათავსი მიუშენებიათ, დასავლეთიდან კი მთელ სიგრძეზე - ვიწრო სათავსი (შემორჩენილია ნანგრევები). რომელიც ეკლესიისგან მასიური პილასტრებითა და თაღით იყო გამოყოფილი. კარიბჭიდან შეიძლებოდა შესვლა ეკლესიაში, ეგვტერსა და მცირე სათავსში, აქედან კი – დასვლეთ მინაშენში. კარიბჭე ცილინდრული კამარით იყო გადახურული. ეგვტერიც (7,2X3,6 მ) გადახურულია ცილინდრული კამარით. ეგვტერში აფსიდის ღერძზე ერთადერთი სარკმელია, სამხრეთი კედელი ყრუა, ჩრდილოეთით თაღედია, რომელიც ეკლესიის კედელს ეკვრის.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები