ძლევის ქედის წმინდა გიორგის ეკლესია
(→წყარო) |
|||
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
| − | ეკლესია დარბაზულია (10,4 X 5,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ორი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ნახევარწრიული [[აფსიდი]]ს ღერძზე გაჭრილი [[სარკმელი]] ამოქოლილია | + | ეკლესია დარბაზულია (10,4 X 5,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ორი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ნახევარწრიული [[აფსიდი]]ს ღერძზე გაჭრილი [[სარკმელი]] ამოქოლილია [[მარმარილო]]ს [[ფილა|ფილით]]. [[საკურთხეველი|საკურთხეველში]] სატრაპეზო ქვა დგას. თლილი [[კვადრი|კვადრებით]] გამოყვანილი [[კონქი]] და [[სატრიუმფო თაღი]] პროფილირებულ [[კონსოლი (არქიტექტურა)|კონსოლებს]] ეყრდნობოდა (შემორჩენილია ფრაგმენტები). დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია. დასავლეთის ფასადის კარი შემკულია ქვის [[საპირე]]ებით და ნახევარწრიული [[თაღი|თაღით]] მთავრდება. ამავე ფასადზე, ფრონტონის კეხქვეშ, [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]თ გამოყვანილია დეკორატიული [[ჯვარი]]. დანარჩენი ფასადები სადაა. |
| + | |||
| + | |||
| + | |||
| + | |||
| + | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
15:03, 5 ივლისი 2022-ის ვერსია
ძლევის ქედის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევში ძლევის ქედზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. თავდაპირველად ეკლესია მცირე ზომის ყოფილა. XIX საუკუნეში მისათვის დასავლეთიდან მიუშენებიათ თითქმის მისივე ზომის ნაგებობა და ძველი და ახალი ნაწილებისათვის თლილი ქვის ერთიანი, თაროსებრი ლავგარდანი შემოუვლიათ. სამხრეთი მინაშენი კიდევ უფრო გვიანდელია.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (10,4 X 5,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ორი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმელი ამოქოლილია მარმარილოს ფილით. საკურთხეველში სატრაპეზო ქვა დგას. თლილი კვადრებით გამოყვანილი კონქი და სატრიუმფო თაღი პროფილირებულ კონსოლებს ეყრდნობოდა (შემორჩენილია ფრაგმენტები). დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია. დასავლეთის ფასადის კარი შემკულია ქვის საპირეებით და ნახევარწრიული თაღით მთავრდება. ამავე ფასადზე, ფრონტონის კეხქვეშ, აგურით გამოყვანილია დეკორატიული ჯვარი. დანარჩენი ფასადები სადაა.