ღვინა ლეღვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
+
'''ღვინა ლეღვი''' - კახეთის გაღმა და გამოღმა მხარეს, ერთ-ერთი პოპულარული, მასობრივი გავრცელების ჯიშია. ღვინა [[ლეღვი|ლეღვის]] ხე იზრდება ძლიერ მაღალი შენების ვარჯით, ახასიათებს ხშირი დატოტვა და უხვი შეფოთვლა. ფოთოლი აქვს პატარა, სამთათა, თანაბრად განვითარებული თათებით; თათების ნაკვთები თითქმის პირისპირ მიდის კიდეებთან, მხოლოდ ნაკვთების სიღრმეში გაუსტორიის მსგავს სიცალიერეს სტოვებს.
 
+
'''ღვინა ლეღვი''' - კახეთის გაღმა და გამოღმა მხარეს, ერთ-ერთი პოპულარული, მასობრივი გავრცელების ჯიშია. ღვინა ლეღვის ხე იზრდება ძლიერ მაღალი შენების ვარჯით, ახასიათებს ხშირი დატოტვა და უხვი შეფოთვლა. ფოთოლი აქვს პატარა, სამთათა, თანაბრად განვითარებული თათებით; თათების ნაკვთები თითქმის პირისპირ მიდის კიდეებთან, მხოლოდ ნაკვთების სიღრმეში გაუსტორიის მსგავს სიცალიერეს სტოვებს.
+
  
 
ფოთლის სიფრიფანა სქელხორცაა და მცირე დაძარღულობა ახასიათებს. ყუნწი მოკლე აქვს, 6–7 სმ სიგრძის და ზის განიერ მონაკვეთში.
 
ფოთლის სიფრიფანა სქელხორცაა და მცირე დაძარღულობა ახასიათებს. ყუნწი მოკლე აქვს, 6–7 სმ სიგრძის და ზის განიერ მონაკვეთში.

16:51, 22 ნოემბერი 2018-ის ვერსია

ღვინა ლეღვი - კახეთის გაღმა და გამოღმა მხარეს, ერთ-ერთი პოპულარული, მასობრივი გავრცელების ჯიშია. ღვინა ლეღვის ხე იზრდება ძლიერ მაღალი შენების ვარჯით, ახასიათებს ხშირი დატოტვა და უხვი შეფოთვლა. ფოთოლი აქვს პატარა, სამთათა, თანაბრად განვითარებული თათებით; თათების ნაკვთები თითქმის პირისპირ მიდის კიდეებთან, მხოლოდ ნაკვთების სიღრმეში გაუსტორიის მსგავს სიცალიერეს სტოვებს.

ფოთლის სიფრიფანა სქელხორცაა და მცირე დაძარღულობა ახასიათებს. ყუნწი მოკლე აქვს, 6–7 სმ სიგრძის და ზის განიერ მონაკვეთში.

ნაყოფი

ღვინა ლეღვი ორჯერ იძლევა წელიწადში ნაყოფს, გუდას და ზაფხულის ნაყოფს.

ღვინა ლეღვის გუდა ნაყოფი მოგრძოა, სეგმენტიანი, სქელტანა და ზოგჯერ არათანაბრად დამწიფებული ჩუტე ხორცით.

გაზაფხულის ნაყოფი არანორმალური დედრობითი ყვავილებისაგან შედგება; მათ შორის მამრობით ყვავილებსაც ვხვდებით, ოღონდ მცირე რაოდენობით.

გაზაფხულის ნაყოფის თესლს არ ახასიათებს აღმოცენების უნარი.

ღვინა ლეღვის ზაფხულის ნაყოფი კი, გაზაფხულის გუდა ნაყოფთან შედარებით უფრო მსხვილია, მომრგვალო-მოგრძო მოყვანილობის, ვიწრო ყელით, რომელიც ოდნავ გამერქნებული ყუნწით თავდება.

კანი აქვს მეტად თხელი, გაფრცქვნისას სულ იგლიჯება. ნაყოფის კანი ღია მოწითალო, ღვინისფერისაა, აქედან წარმოსდგა მისი სახელწოდებაც.

ნაყოფის გული მოწითალო ფერისაა, უხვი და წვრილი თესლით.

გემოთი ღვინა ლეღვი საკმაოდ კარგია, ტკბილი და თავისებური სურნელებით, ზოგჯერ დაჰკრავს ერთგვარი სიმწარე; ეს მაშინ, თუ ნაყოფის მილი დაცული იყო ქერტლით და ნაყოფის შიდა დამჟავება ხდებოდა. ღვინა ლეღვი ეკუთვნის უხვმოსავლიან ჯიშებს.

მომავალში, ღვინა ლეღვი, მასობრივი ხასიათის პროდუქტის მომცემ ჯიშთა შორის, უსათუოდ შესაფერ ადგილს დაიკავებს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები