ცემენტის საღებავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ცემენტის საღებავი''' – საღებავი, რომელშიც მჭიდა ნივთიერებ...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ცემენტის საღებავი“ გადაიტანა გვერდზე „საღებავი ცემენტის“)

03:39, 18 თებერვალი 2022-ის ვერსია

ცემენტის საღებავისაღებავი, რომელშიც მჭიდა ნივთიერებად გამოყენებულია თეთრი ან ფერადი პორტლანდცემენტი ტუტეებისადმი მდგრადი პიგმენტებით. წყალშემკავებელი თვისებების ასამაღლებლად ცემენტის საღებავს უმატებენ 15%-მდე ჩამქრალ კირს და კალციუმის ქლორიდს, ატმოსფერომედეგობის ასამაღლებლად – 1% ჰიდროფობულ ნივთიერებას (კალციუმის სტეარიტს). ცემენტის საღებავი წყალმედეგი საღებავებია, ამიტომ მას ფართოდ იყენებენ გარე და შიგა ტენიანი სათავსების სამღებრო სამუშაოებისათვის ბეტონზე, აგურსა და ბათქაშზე. საღებავების დატანის შემდეგ ზედაპირი გარკვეული დროით საჭიროებს დატენიანებას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები