ერისთავი რაფიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ერისთავი რაფიელ''' – (1824 – 1901), ეთნოლოგი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა სოფელ ქვემო ჭალაში. იგი იყო [[კახეთი|კახეთში]] ჩასახლებულ [[ერისთავი|ერისთავთა]] შთამომავალი. ბავშვობა სოფელ ქისტაურში გაატარა. სწავლობდა
 
'''ერისთავი რაფიელ''' – (1824 – 1901), ეთნოლოგი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა სოფელ ქვემო ჭალაში. იგი იყო [[კახეთი|კახეთში]] ჩასახლებულ [[ერისთავი|ერისთავთა]] შთამომავალი. ბავშვობა სოფელ ქისტაურში გაატარა. სწავლობდა
 
თელავის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ შუამთის მონასტერში; [[თბილისი]]ს გიმნაზიის დასრულების შემდეგ (1844 წ.) მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამმართველოში თარჯიმნად, თბილისში – მეფისნაცვლის კანცელარიაში, ქუთაისში – განსაკუთრებულ მინდობილობათა უფროს მოხელედ. რაფიელ ერისთავს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული [[მუზეუმი]]სა და
 
თელავის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ შუამთის მონასტერში; [[თბილისი]]ს გიმნაზიის დასრულების შემდეგ (1844 წ.) მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამმართველოში თარჯიმნად, თბილისში – მეფისნაცვლის კანცელარიაში, ქუთაისში – განსაკუთრებულ მინდობილობათა უფროს მოხელედ. რაფიელ ერისთავს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული [[მუზეუმი]]სა და
[[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] დაარსების საქმეში; იგი იყო ქართული პროფესიული [[თეატრი|თეატრის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი, აგრეთვე „ვეფხისტყაოსანის” ტექსტის დამდგენი კომისიის (1882) ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია. 70-80-იან წლებში მის პოეზიაში ახალი ძალით გამოვლინდა ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი. იგი ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან დაამუშავა მათემატიკური, ფიზიკური, ქიმიური და სხვა სამეცნიერო ტერმინოლოგია; გამოცემული აქვს „შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართულილექსიკონი” (1873). მისი რედაქტორობით პირველად გამოიცა [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=8 ქართული ლექსიკონი] (1884).
+
[[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] დაარსების საქმეში; იგი იყო ქართული პროფესიული [[თეატრი|თეატრის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი, აგრეთვე „ვეფხისტყაოსანის” ტექსტის დამდგენი კომისიის (1882) ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია. 70-80-იან წლებში მის პოეზიაში ახალი ძალით გამოვლინდა ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი. იგი ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან დაამუშავა მათემატიკური, ფიზიკური, ქიმიური და სხვა სამეცნიერო ტერმინოლოგია; გამოცემული აქვს „შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული ლექსიკონი” (1873). მისი რედაქტორობით პირველად გამოიცა [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=8 ქართული ლექსიკონი] (1884).
  
  
ხაზი 46: ხაზი 46:
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 +
[[კატეგორია:საბავშვო მწერლები]]
 
[[კატეგორია:ერისთავი]]
 
[[კატეგორია:ერისთავი]]

14:44, 28 აპრილი 2022-ის ვერსია

რაფიელ ერისთავი

ერისთავი რაფიელ – (1824 – 1901), ეთნოლოგი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა სოფელ ქვემო ჭალაში. იგი იყო კახეთში ჩასახლებულ ერისთავთა შთამომავალი. ბავშვობა სოფელ ქისტაურში გაატარა. სწავლობდა თელავის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ შუამთის მონასტერში; თბილისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ (1844 წ.) მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამმართველოში თარჯიმნად, თბილისში – მეფისნაცვლის კანცელარიაში, ქუთაისში – განსაკუთრებულ მინდობილობათა უფროს მოხელედ. რაფიელ ერისთავს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუზეუმისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საქმეში; იგი იყო ქართული პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აგრეთვე „ვეფხისტყაოსანის” ტექსტის დამდგენი კომისიის (1882) ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია. 70-80-იან წლებში მის პოეზიაში ახალი ძალით გამოვლინდა ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი. იგი ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან დაამუშავა მათემატიკური, ფიზიკური, ქიმიური და სხვა სამეცნიერო ტერმინოლოგია; გამოცემული აქვს „შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული ლექსიკონი” (1873). მისი რედაქტორობით პირველად გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონი (1884).


აღდგომა
შუაღამე გადავიდა,
ატყდა, ატყდა ზარის რეკა,
დიდი ზარიც ბოხს ხმას აძლევს,
ზარბაზანმაც დაიჭექა!..
ადექ გიგო, ადე, ადე!
ხალხი მიდის საყრდისკენა,
ადე ჩქარა, ტანთ ჩავიცოთ,
დავგვიანდით მარტო ჩვენა...
ყველა ახლით მოკაზმულა,
ხელთ უჭირავთ კელაპტრები;
ადე, ბიჭო, ტანთ ჩაიცვი,
მაგ საბანში რაღას ძვრები?!
აგერ ზარებს მოუხშირეს,
ხალხი იყრის მეტანიას,
საყდრები სულ ლაპლაპებენ,
გარს უვლიან ლიტანიას!..
მოვიკაზმეთ და გავსწიეთ,
ეკლესია მხიარულობს,
ყველას ტუჩზედ ღიმი უქრის,
მღვდელი გალობს და ლოცულობს!..
აგერ მღვდელმა შეიძახა:
„ქრისტე აღდგა!” და ჩვენც ცქვიტად
ვუპასუხეთ სუყველამა:
„ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!..”
ქრისტე აღდგა! – მიყვარს ეს დღე _
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს დიდად;
მოდი, გიგო, გადაგკოცნო!
„ქრისტე აღდგა!” – „ჭეშმარიტად!..”
მოდი, კვერცხი კვერცხსა დავკრათ,
მაგრა იყავ და კირკიტად...
„ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!” –
„ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!..”


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები