ვენტილირებადი ფასადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ვენტილირებადი ფასადი“ გადაიტანა გვერდზე „[[ფასადი ვენტილირებადი]...)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ფასადი ვენტილირებადი“ გადაიტანა გვერდზე „[[ვენტილირებადი ფასადი]...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:55, 17 მარტი 2022 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი

ვენტილირებადი ფასადი – კონსტრუქცია რომელიც შედგება ფასადის დამცავ-მოსაპირკეთებელი მასალისა და კედელზე მისი სამაგრი ქვეკონსტრუქციისგან. ქვეკონსტრუქცია მაგრდება შენობის ფასადზე ისე, რომ მოსაპირკეთებელ მასალასა და კედელს შორის დარჩეს საჰაერო შრე, რომელიც მოქმედებს ბუნებრივი სავენტილაციო გამწოვი მილის პრინციპით – ატმოსფერულ ნალექებს და ტენს აცილებს შენობის კედლებს, უზრუნველყოფს კედლების მუდმივ დაცვას, ამცირებს თბოდანაკარგებს. ვენტილირებადი ფასადი გამოიყენება როგორც ახალი, ასევე ძველი შენობების რეკონსტრუქციისათვის.

ვენტილირებადი ფასადი გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:

  • შენობის მზიდი კონსტრუქციების მუდმივი დაცვა კლიმატური და ფიზიკური ზემოქმედებისაგან;
  • კედლების თერმული დეფორმაციის თავიდან აცილება;
  • ფასადის მონტაჟის შესაძლებლობა წელიწადის ყველა დროს;
  • მოსაპირკეთებელი კედლების დეფექტებისა და ზედაპირის გასწორების შესაძლებლობა;
  • ნებისმიერი მასალით აშენებული კედლის (ბეტონი, აგური, ბლოკი, ხე, ლითონკონსტრუქცია) მოპირკეთების შესაძლებლობა;
  • ფასადის ხანგრძლივი საექსპლოატაციო ვადა (50 წლამდე). მთელი ამ ხნის განმავლობაში არ საჭიროებს რემონტს;
  • შენობის რეკონსტრუქციის შემთხვევაში ფასადის კონსტრუქციების ხელახლა გამოყენების შესაძლებლობა;
  • პრესტიჟულობა;
  • კარგი თბოიზოლაცია, ცეცხლმედეგობა, მაღალი ჰიდრო- და ბგერაიზოლაცია;
  • არქიტექტურული შემოქმედების ფართო შესაძლებლობა და სხვა.

გარდა აღნიშნულისა ფასადის ზედაპირი წინააღმდეგობას უქმნის ღია ალს, ირეკლავს მზის სხივებს, ხელს არ უწყობს წვას, გაცხელებისას არ გამოყოფს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს და სხვა.

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები