საქალაქო ტრანსპორტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საქალაქო ტრანსპორტი''' – სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის კო...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „საქალაქო ტრანსპორტი“ გადაიტანა გვერდზე „ტრანსპორტი საქალაქო“)

01:35, 18 მარტი 2022-ის ვერსია

საქალაქო ტრანსპორტი – სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის კომპლექსი (ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი, სამარშრუტო მიკროავტობუსი, მეტროპოლიტენი, საბაგირო გზა და სხვ.), რომელსაც გადაჰყავს მოსახლეობა და გადააქვს ტვირთი ქალაქის ტერიტორიაზე და უახლოეს საგარეუბნო ზონებში, ასევე ასრულებს ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებს. საქალაქო ტრანსპორტი მოიცავს: სატრანსპორტო საშუალებებს (მოძრავი შემადგენლობა); საგზაო მოწყობილობებს (ლიანდაგის გზებს, გვირაბებს, ესტაკადებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სადგურებს, გაჩერებებს); ნავმისადგომებსა და ნავსადგურებს; ენერგომომარაგების საშუალებებს (საწევ ელექტროსადგურებს, საკაბელო და საკონტაქტო ქსელებს, გამწყობ სადგურებს; სარემონტო სახელოსნოებს, ქარხნებს, დეპოს, ფარეხებს, ტექნიკური მომსახურების სადგურებს; მანქანების გამშვებ პუნქტებს; ხაზოვან მოწყობილობებს (კავშირი, სიგნალიზაცია, ბლოკირება); სადისპეტჩერო სამმართველოს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები