ნონეშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Ioseb noneshvili.JPG|thumb|იოსებ ნონეშვილი]]
 
[[ფაილი:Ioseb noneshvili.JPG|thumb|იოსებ ნონეშვილი]]
'''ნონეშვილი იოსებ''' − (1920 − 1980), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა სოფელ კარდანახში (გურჯაანი). 1942 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფაკულტეტი. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს, 1943-45 წლებში კავკასიის [[ფრონტი|ფრონტზე]] იბრძოდა. 1947-50 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის” რედაქტორის მოადგილე, 1952-63 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „დილას”, ხოლო 1963-1966 წლებში იყო გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსი ჟურნალ „ჩვენს თაობაში” გამოაქვეყნა 1938 წელს. 1940 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული. მისი ლექსის დამახასიათებელი თვისებაა პოეტური ემოციურობა, ექსპრესიულობა, მხატვრულ სახეთა სისადავე. ნონეშვილის შემოქმედებაში ჭარბობს სატრფიალო ლირიკა, რომლის საუკეთესო ნიმუშებია: „საუბარი ნაძვებთან”, „ფრთხილად იყავი”, „შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა” და სხვა. ნონეშვილის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პატრიოტიზმისა და ხალხთა მეგობრობის თემებს: „ჩუქურთმის მჭრელის ეპიტაფია”, „შემოდგომა თბილისში”, „ელადის ყვავილები” და ა.შ. მასვე ეკუთვნის პოეტური ციკლები სომხეთზე, ყაზახეთზე და სხვა. გამოცემული მისი ლექსების შემდეგი კრებულები: ლირიკა (1961), „ყვავილების მეჯლისი” (1987), „რამ დამავიწყოს” (1989), „თუ დედა ენით არ ხარ გაზრდილი” (2008).
+
'''იოსებ ნონეშვილი ''' − ( (დ. 6 აპრილი, 1918, კარდანახი — გ. 18 ოქტომბერი, 1980, [[თბილისი]])), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე (1973-1980), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი, ჟურნალ „დილას“ და გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1966-1980), შრომის წითელი დროშის ორდენისა და „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენის კავალერი, [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1981, სიკვდილის შემდეგ).
 +
 
 +
დაიბადა 1918 წელს სოფელ კარდანახში, ადრევე დაობლდა და ობლობაში გაიზარდა. საშუალო განათლება თბილისში მიიღო. 1942 წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1943-1945 წლებში სამხედრო სამსახურში იყო გაწვეული და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საფრონტო გაზეთში მსახურობდა. ომამდე პირველი წიგნით ნიჭიერი პოეტის სახელი დაიმკვიდრა.
 +
 
 +
იოსებ ნონეშვილის [[პოეზია]] ზედმიწევნით სადაა და ნათელი: არცერთი გაუგებარი სახე, არცერთი ბუნდოვანი სტრიქონი. პირველი წიგნი 1940 წელს გამოსცა 22 წლისამ, ამას მოჰყვა ათობით კრებული ოთხი ათეული წლის განმავლობაში თემატური რკალის, სამყაროს გაფართოებით, ახალი თემებით და ახალი პოეტური მიგნებებით, ომის ჰეროიკითა თუ ყამირის ათვისების რომანტიკით… და მაინც, შეიძლება ითქვას, რომ იოსებ ნონეშვილის ლაღი, თავისუფალი, საუკეთესო [[ლექსი|ლექსები]] პოეტური გზის პირველ ნახევარში იყრიან თავს, ეს ის ლექსებია, რომლებიც პატრიოტული და სატრფიალო ლირიკის სფეროს განეკუთვნებიან და რომლებსაც ნებისმიერ „რჩეულში“ შეხვდებით; ეს ლექსებია: „სატევარი, მამაპაპის სატევარი“, „შენ არა გაქვს მეფის გვარი…“, „აი, კახეთი!“, „უსახელო ყვავილი“, „ჭალაში არყის სახდელი“, „ორი მუნასიბი“, „უკუღმა სონეტი შაჰ-აბასს“, „გამიგონია, მთვარიან ღამეს“, „ჩუქურთმისმჭრელის ეპიტაფია“, „შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა“ და ზოგიც სხვა…
 +
 
 +
ხსენებული ძველი ლექსებიც იგულისხმებოდა, ალბათ, როცა 1981 წელს (სიკვდილის შემდეგ) იოსებ ნონეშვილს ახალ, 1978-1980 წლებში გამოქვეყნებული ლექსებისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.  
 +
 
 +
 
 +
პოეტის თხზულებათა მთავარი გამოცემებია: 1. იოსებ ნონეშვილი, თხზულებანი ორ ტომად, გამომცემლობა „საბჭ. საქართველო“, 1982, <br />
 +
2. იოსებ ნონეშვილი, „რჩეული“, „საბჭოთა საქართველო“, 1968.
 +
 
 +
იოსებ ნონეშვილი 1980 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია მწერალთა და მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  
  
::'''ჩუქურთმისმჭრელის ეპიტაფია'''
 
  
::მე ქაშუეთის ჩუქურთმას ვჭრიდი,
 
::ჩემი მღელვარე სულის ჩუქურთმას.
 
::გაშლილი მქონდა ვარსკვლავთა წიგნი,
 
::ლოდებს არ ედო ხავსი, ვით ფიქრი
 
::და გული თითქოს ჩემებრ უხურდათ...
 
::მე ქაშუეთის ჩუქურთმას ვჭრიდი,
 
::ჩემი მღელვარე სულის ჩუქურთმას.
 
::გვიმრის ფოთოლი თუ რტო ვაზისა,
 
::ძელქვაზე ფრთხილად ასული სვია
 
::ისე დავხატე ქვაზე ფაქიზად,
 
::რომ ჩემს სუნთქვაზე იწყებდნენ შრიალს.
 
::და როს დაადგა ღვთის თვალი ტაძარს,
 
::ანგელოსებმაც მარჯვენა მიქეს,
 
::მე ღმერთი ვიყავ და ვიქეც კაცად,
 
::მე კაცი ვიყავ და ღმერთად ვიქეც.
 
::მაგრამ, უცნობო, როს სანთლის შუქი
 
::აგიჩირაღდნებს მწუხარე სახეს,
 
::მე მადლობელი ვიქნები, თუკი
 
::შენდობას ეტყვი ჩემს ცოდვილ სახელს.
 
::რადგან მე − უღირსს, ცოდვა რამ მაძევს,
 
::ო, ცოდვა მაძევს მე მეტად დიდი...
 
::როცა ბოლნისის ვარდისფერ ქვაზე
 
::ღვთისმშობლის წმინდა ხატებას ვჭრიდი,
 
::მე თვით არ ვიცი, საიდან გაჩნდა
 
::ჩემი მიჯნური შემართულ ისრით
 
::და ღვთისმშობელის თვალების ნაცვლად
 
::როგორ დავხატე თვალები მისი.
 
::მე თვით არ ვიცი, რად დავამგვანე
 
::ეს ჩუქურთმები მის დალალ-კავებს.
 
::და ვგრძნობ: არა არს ქვეყნად თუ ცაში
 
::გულთამხილავის მიუწვდომელი.
 
::წარბს შეჰკრავს რისხვით და, ალბათ, მაშინ
 
::განკითხვის მძიმე ჟამი მომელის...
 
::და, ჰე... უცნობო, როს სანთლის შუქი
 
::აგიჩირაღდნებს მწუხარე სახეს,
 
::მე მადლობელი ვიქნები, თუკი
 
::შენდობას ეტყვი ჩემს ცოდვილ სახელს.
 
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
[[რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები]]
 +
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენისც კავალრები]]
 +
[[კატეგორია:საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები]]
 +
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]
 
[[კატეგორია:ნონეშვილები]]
 
[[კატეგორია:ნონეშვილები]]

17:18, 11 აგვისტო 2025-ის ვერსია

იოსებ ნონეშვილი

იოსებ ნონეშვილი − ( (დ. 6 აპრილი, 1918, კარდანახი — გ. 18 ოქტომბერი, 1980, თბილისი)), ქართველი პოეტი, მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე (1973-1980), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი, ჟურნალ „დილას“ და გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1966-1980), შრომის წითელი დროშის ორდენისა და „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981, სიკვდილის შემდეგ).

დაიბადა 1918 წელს სოფელ კარდანახში, ადრევე დაობლდა და ობლობაში გაიზარდა. საშუალო განათლება თბილისში მიიღო. 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1943-1945 წლებში სამხედრო სამსახურში იყო გაწვეული და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საფრონტო გაზეთში მსახურობდა. ომამდე პირველი წიგნით ნიჭიერი პოეტის სახელი დაიმკვიდრა.

იოსებ ნონეშვილის პოეზია ზედმიწევნით სადაა და ნათელი: არცერთი გაუგებარი სახე, არცერთი ბუნდოვანი სტრიქონი. პირველი წიგნი 1940 წელს გამოსცა 22 წლისამ, ამას მოჰყვა ათობით კრებული ოთხი ათეული წლის განმავლობაში თემატური რკალის, სამყაროს გაფართოებით, ახალი თემებით და ახალი პოეტური მიგნებებით, ომის ჰეროიკითა თუ ყამირის ათვისების რომანტიკით… და მაინც, შეიძლება ითქვას, რომ იოსებ ნონეშვილის ლაღი, თავისუფალი, საუკეთესო ლექსები პოეტური გზის პირველ ნახევარში იყრიან თავს, ეს ის ლექსებია, რომლებიც პატრიოტული და სატრფიალო ლირიკის სფეროს განეკუთვნებიან და რომლებსაც ნებისმიერ „რჩეულში“ შეხვდებით; ეს ლექსებია: „სატევარი, მამაპაპის სატევარი“, „შენ არა გაქვს მეფის გვარი…“, „აი, კახეთი!“, „უსახელო ყვავილი“, „ჭალაში არყის სახდელი“, „ორი მუნასიბი“, „უკუღმა სონეტი შაჰ-აბასს“, „გამიგონია, მთვარიან ღამეს“, „ჩუქურთმისმჭრელის ეპიტაფია“, „შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა“ და ზოგიც სხვა…

ხსენებული ძველი ლექსებიც იგულისხმებოდა, ალბათ, როცა 1981 წელს (სიკვდილის შემდეგ) იოსებ ნონეშვილს ახალ, 1978-1980 წლებში გამოქვეყნებული ლექსებისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.


პოეტის თხზულებათა მთავარი გამოცემებია: 1. იოსებ ნონეშვილი, თხზულებანი ორ ტომად, გამომცემლობა „საბჭ. საქართველო“, 1982,
2. იოსებ ნონეშვილი, „რჩეული“, „საბჭოთა საქართველო“, 1968.

იოსებ ნონეშვილი 1980 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია მწერალთა და მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.



წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები