მხურვალმედეგი ბეტონი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მხურვალმედეგი ბეტონი''' − [[ბეტონი]]ს სახეობა, რომელსაც შეუძლია მაღალი ტემპერატურის პირობებში შეინარჩუნოს თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. შემვსებად იყენებენ ცეცხლმედეგ მასალებს: შამოტს, [[ანდეზიტი|ანდეზიტს]], დიაბაზს, ბრძმედის წიდას, კორუნდს, | + | '''მხურვალმედეგი ბეტონი''' − [[ბეტონი]]ს სახეობა, რომელსაც შეუძლია მაღალი ტემპერატურის პირობებში შეინარჩუნოს თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. შემვსებად იყენებენ ცეცხლმედეგ მასალებს: [[შამოტი|შამოტს]], [[ანდეზიტი|ანდეზიტს]], [[დიაბაზი|დიაბაზს]], ბრძმედის წიდას, [[კორუნდი|კორუნდს]], [[ქრომი]]ს მადნებს, მაგნეზიტურ და [[თიხის აგური]]ს ნამტვრევებს და სხვ. [[შემკვრელი|შემკვრელად]] გამოიყენება [[პორტლანდცემენტი]], წიდაპორტლანდცემენტი, თიხამიწიანი ცემენტი და [[თხევადი მინა]]. მხურვალმედეგობის ხარისხის მიხედვით მხურვალმედეგი ბეტონი იყოფა შემდეგ ჯგუფებად: |
# მაღალმხურვალმედეგი (უძლებს 1770°C და მეტ ტემპერატურას); | # მაღალმხურვალმედეგი (უძლებს 1770°C და მეტ ტემპერატურას); | ||
11:42, 26 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
მხურვალმედეგი ბეტონი − ბეტონის სახეობა, რომელსაც შეუძლია მაღალი ტემპერატურის პირობებში შეინარჩუნოს თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. შემვსებად იყენებენ ცეცხლმედეგ მასალებს: შამოტს, ანდეზიტს, დიაბაზს, ბრძმედის წიდას, კორუნდს, ქრომის მადნებს, მაგნეზიტურ და თიხის აგურის ნამტვრევებს და სხვ. შემკვრელად გამოიყენება პორტლანდცემენტი, წიდაპორტლანდცემენტი, თიხამიწიანი ცემენტი და თხევადი მინა. მხურვალმედეგობის ხარისხის მიხედვით მხურვალმედეგი ბეტონი იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
- მაღალმხურვალმედეგი (უძლებს 1770°C და მეტ ტემპერატურას);
- მხურვალმედეგი (ცეცხლგამძლეობა 1580-1770°C);
- მხურვალგამძლე (უძლებს 1580°C-ზე ნაკლებ ტემპერატურას).
მხურვალმედეგი ბეტონი შემვსების სახეობაზე დამოკიდებულებით, შეიძლება იყოს განსაკუთრებით მძიმე (სიმკვრივით 3200 კგ/მ3-მდე), მძიმე (2500-2800 კგ/მ3) და მსუბუქი (ნაკლები 2500 კგ/მ3-ზე). ბეტონის დამზადებისას აუცილებელი პირობაა წყლის ან თხევადი მინის რაოდენობის მინიმალურობა. კონუსის ჯდომა აიღება არაუმეტეს 2 სმ-ისა. ადუღაბებისათვის ჩვეულებრივ საჭიროა 170-190 ლიტრი წყალი 1 მ3 ბეტონზე. გამოიყენება საცეცხლე ღუმლების, ორთქლის ქვაბების, ატომური რეაქტორების, საკვამლე მილებისა და სხვ. ასაგებად.