ფარშავანგის ტახტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:დიდ მონგოლთა ისტორია ]] | [[კატეგორია:დიდ მონგოლთა ისტორია ]] | ||
[[კატეგორია:ირანის ისტორია]] | [[კატეგორია:ირანის ისტორია]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 13:26, 16 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ფარშავანგის ტახტი – 1739 წელს სპარსეთის ნადირშაჰის მიერ ინდოეთიდან გატანილი დიდ მოგოლთა ოქროს ტახტი. მას შემდეგ იგი წარმოადგენდა ირანის მონარქიის სიმბოლოს. ფარშავანგის ტახტი დამზადებული იქნა XVII საუკუნეში მოგოლი იმპერატორისათვის შაჰ-ჯაჰანის მიერ. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდრული ტახტი. ქვეშევრდომები უახლოვდებოდნენ მას ვერცხლის კიბეებით. ჰქონდა ძვირფასი ქვებითა და მინერალებით მორთული ოქროს ფეხები. ზურგი შემკული იყო მინანქრით, ოქროთი, ალმასებითა და ლალებით დამშვენებული ფარშავანგის ორი კუდით. ფარშავანგის ტახტის დამზადებისათვის დაიხარჯა ორი ტონა სუფთა ოქრო და ხუთ ტონაზე მეტი ლალის, ზურმუხტის და ალმასის თვალი. ირანში ამ სიმდიდრის გადატანას 21 აქლემი დასჭირდა.
