რიტმი (სპექტაკლი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რითმი (სპექტაკლი)“ გადაიტანა გვერდზე „რიტმი (სპექტაკლი)“ გადამ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''რიტმი'''  – დროსა და სივრცეში შეთანხმებული მოძრაობა, სცენური მოქმედების ყველა ელემენტისა და გამომსახველობითი საშუალების მონაცვლეობა და შეთანხმებულობა. რიტმს განაპირობებს მოქმედების სიჩქარე. რიტმი ამ შემთხვევაში თითქმის ტემპს ნიშნავს. ამიტომ შემოიღო კ. სტანისლავსკიმ ტერმინი „ტემპო-რიტმი“, რომელიც აერთიანებდა ორივე ცნებას.  
+
'''რიტმი'''  – (ბერძნ. rhythmos – თანაზომიერება, სიმწყობრე), შეთანხმებული მოძრაობა დროსა და სივრცეში, [[სცენური მოქმედება|სცენური მოქმედების]] ყველა ელემენტების და გამომსახველი საშუალებების თანაზომიერი მონაცვლეობა.  
  
 +
რიტმი დაკავშირებულია აღმავლობასთან ან ვარდნასთან, აჩქარებასთან ან შენელებასთან, ქმედების მდორე ან მძაფრ განვითარებასთან. აქ რიტმი თითქოსდა ერწყმის [[ტემპი (თეატრი)|ტემპს]], შეჯერებულია მასთან. ამით აიხსნება [[სტანისლავსკი კონსტანტინ|სტანისლავსკი]]ს მიერ მათი გაერთიანება ტერმინით – „ტემპო-რიტმი“. იგი განასხვავებდა მთლიანად [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესის]], ცალკეული [[როლი (მსახიობის)|როლი]]ს, მოქმედების, სიტყვების წარმოთქმის ტემპო-რიტმს, ასევე ეძებდა რთულ ურთიერთკავშირს შინაგან (მსახიობის მიერ ნაგრძნობი ფსიქოლოგიური ამოცანა, ამა თუ იმ ეპიზოდის განწყობილება) პროცესებთან დაკავშირებულ ტემპო-რიტმსა და გარეგან (მაყურებლისთვის განკუთვნილი [[პერსონაჟი]]ს სახასიათო მოძრაობა და ქცევა) ტემპო-რიტმს შორის. ერთსა და იმავე გარეგნულ ტემპში შესაძლებელია განთავსებული იყოს სხვადასხვა რიტმული აქცენტები (მაგ. პერსონაჟის მიხრა-მოხრა და [[ჟესტი]] თვალსაჩინოდ უნდა განსხვავდებოდეს სეირნობის, სამგლოვიარო მსვლელობის და სამხედრო [[მარში (სამხედრო)|მარში]]ს დროს). კონტრასტის შემთხვევაში, როცა შინაგანი და გარეგანი ტემპო-რიტმი ერთმანეთს არ ემთხვევა, წარმოიშვება კომედიური ეფექტი ან დრამატული დაძაბულობა.
  
  

16:34, 3 მაისი 2023-ის ვერსია

რიტმი – (ბერძნ. rhythmos – თანაზომიერება, სიმწყობრე), შეთანხმებული მოძრაობა დროსა და სივრცეში, სცენური მოქმედების ყველა ელემენტების და გამომსახველი საშუალებების თანაზომიერი მონაცვლეობა.

რიტმი დაკავშირებულია აღმავლობასთან ან ვარდნასთან, აჩქარებასთან ან შენელებასთან, ქმედების მდორე ან მძაფრ განვითარებასთან. აქ რიტმი თითქოსდა ერწყმის ტემპს, შეჯერებულია მასთან. ამით აიხსნება სტანისლავსკის მიერ მათი გაერთიანება ტერმინით – „ტემპო-რიტმი“. იგი განასხვავებდა მთლიანად პიესის, ცალკეული როლის, მოქმედების, სიტყვების წარმოთქმის ტემპო-რიტმს, ასევე ეძებდა რთულ ურთიერთკავშირს შინაგან (მსახიობის მიერ ნაგრძნობი ფსიქოლოგიური ამოცანა, ამა თუ იმ ეპიზოდის განწყობილება) პროცესებთან დაკავშირებულ ტემპო-რიტმსა და გარეგან (მაყურებლისთვის განკუთვნილი პერსონაჟის სახასიათო მოძრაობა და ქცევა) ტემპო-რიტმს შორის. ერთსა და იმავე გარეგნულ ტემპში შესაძლებელია განთავსებული იყოს სხვადასხვა რიტმული აქცენტები (მაგ. პერსონაჟის მიხრა-მოხრა და ჟესტი თვალსაჩინოდ უნდა განსხვავდებოდეს სეირნობის, სამგლოვიარო მსვლელობის და სამხედრო მარშის დროს). კონტრასტის შემთხვევაში, როცა შინაგანი და გარეგანი ტემპო-რიტმი ერთმანეთს არ ემთხვევა, წარმოიშვება კომედიური ეფექტი ან დრამატული დაძაბულობა.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები