რკინაბეტონის დაარმირების კოეფიციენტი
(ახალი გვერდი: '''რკინაბეტონის დაარმირების კოეფიციენტი''' – ელემენტის საანგ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია:სამშენებლო | + | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 13:54, 10 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
რკინაბეტონის დაარმირების კოეფიციენტი – ელემენტის საანგარიშო კვეთში (A) მოთავსებული არმატურის ჯამური ფართობის (AS) ფარდობა ელემენტის საანგარიშო კვეთთან, გამოსახული პროცენტებით. გამოითვლება ფორმულით: μ = (As/A)∙100%. რკინაბეტონის შეკუმშულ კონსტრუქციებში, არმატურისა და ბეტონის კლასისაგან დამოუკიდებლად, დაარმირების კოეფიციენტის მაქსიმალური მნიშვნელობა კოლონების მუშა არმატურისათვის მიიღება 5%, ხოლო დანარჩენი სახეობის კონსტრუქციებისათვის – 4%. ზოგადად, რკინაბეტონის კონსრუქციებში (ფილა, რიგელი, პანელი, საძირკველი, კედელი და სხვ.) დაარმირების კოეფიციენტის სიდიდე არ აღემატება 3%-ს, ხოლო მისი მინიმალური სიდიდე მიიღება არა ნაკლები 0,1%-ისა. ხის კონსტრუქციებში, დაწებებული დაარმირებული მართკუთხა განივკვეთის ხის კოჭების დაარმირების კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: μ = (As/bh0)∙100%, სადაც b არის განივკვეთის სიგანე; h0 – განივკვეთის სამუშაო სიმაღლე.