პოლიამიდი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | + | [[კატეგორია:პოლიმერული აფსკური მასალები]] | |
[[კატეგორია:პოლიმერები]] | [[კატეგორია:პოლიმერები]] | ||
15:07, 13 თებერვალი 2023-ის ვერსია
პოლიამიდი – კონსტრუქციული პოლიმერული მასალა, სინთეზური პოლიმერი, მაგარი, თეთრი რქისებრი ნივთიერება. გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, სიმაგრით, ელასტიკურობით, ცვეთა- და თბომედეგობით; მდგრადია ქიმიური რეაგენტების მიმართ. გამოიყენება სინთეზური ბოჭკოების, ფირების, ქაღალდის, წებოების წარმოებაში, აგრეთვე, ანტიფრიქციული, ელექტრო- და რადიოტექნიკური ნაკეთობების დასამზადებლად, საავტომობილო მრეწველობაში ელექტრონული ბლოკების, დამცავი ნაწილების, ჰიდრავლიკური მილების კორპუსებისათვის, სამხედრო საქმეში (მაგ., კალაშნიკოვის ავტომატის კონდახი და ტყვიების მჭიდი) და სხვ. ყველაზე გავრცელებული პოლიამიდის სახეებია: პოლიამიდი-6 [–NH–(CH2)5–CO–]n, პოლიამიდი-12 [–NH–(CH2)11–CO–]n, პოლიამიდი-6.6 [–NH–(CH2)6–NH–CO–(CH2)4–CO–]n; აგრეთვე პოლიამიდი-6.10, 6.12, 6/66-3, 6/66-4 და 6/66/610.