ექინოკოკი
(ახალი გვერდი: '''ექინოკოკი''' – (Echinococcus; ბერძნ. echinos ეკალი, წვეტი, ქაცვი + kokkos მარცვა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია:პარაზიტები]] | [[კატეგორია:პარაზიტები]] | ||
[[კატეგორია:ცესტოდები]] | [[კატეგორია:ცესტოდები]] | ||
| + | [[კატეგორია:ლენტისებრი ჭიები]] | ||
13:04, 3 აპრილი 2023-ის ვერსია
ექინოკოკი – (Echinococcus; ბერძნ. echinos ეკალი, წვეტი, ქაცვი + kokkos მარცვალი, თესლი) – ცესტოდას გვარი; მიეკუთვნება Taeniidae-ს ოჯახს, Taeniata-ს ქვერაზმს.
Echinococcus granulosus (ლათ. მარცვლოვანი) – სახეობა, რომლის ლენტისებრი სხეული (ზრდასრული ფორმა) ოთხი პროგლოტიდისაგან შედგება. ლოკალიზებს ძაღლის, მგლის წვრილ ნაწლავებში და იწვევს ხორცისმჭამელთა ექინოკოკოზს.
Echinococcus unilocularis (ლათ. unus ერთი + locus ადგილი) – სინონიმი Echinococcus granulosus larva (ლათ. larva ლარვა) – ექინოკოკის ლარვული (ბუშტოვანი) ფორმა, ლოკალიზებს მცოხნელი ცხოველების, ღორის, ადამიანის ღვიძლსა და ფილტვებში, იშვიათად, სხვა ორგანოებში. არჩევენ ექინოკოკის ბუშტების შემდეგ მორფოლოგიურ მოდიფიკაციებს:
- E.veterinorum – ბუშტის შიდა გარსზე გამომყვანი კაფსულებია. ბუშტი ამოვსებულია სითხით, რომელშიც სკოლექსებია. ამ მოდიფიკაციის ძირითადი მატარებელია ძროხა და ცხვარი, იშვიათად – ადამიანი;
- E.hominis – გამომყვანი კაფსულების, სკოლექსების და სითხის გარდა ბუშტში ვითარდება მეორეული (შვილეული), მესამეული (შვილიშვილეული) ბუშტები. ამ მოდიფიკაციის მატარებელია ადამიანი;
- E.acephalocysticus – აცეფალოცისტები. ბუშტები, როmelTაც გამომყვანი კაფსულები და სკოლექსები არ გააჩნიათ.
ექინოკოკის ლარვოცისტები (echinococcus larvalis) სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ადამიანის ლარვულ ექინოკოკოზს იწვევენ. გავრცელებულია ყველგან.