პულჩინელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Pulchinela.JPG|thumb|150პქ|პულჩინელა]]
 
[[ფაილი:Pulchinela.JPG|thumb|150პქ|პულჩინელა]]
'''პულჩინელა''' – (იტალ. pulcinella), იტალიურ [[კომედია დელ’არტე]]ს“ პერსონაჟი. პულჩინელას [[თეატრალური ნიღაბი|ნიღაბი]] გაჩნდა სამხრეთ [[იტალია]]ში (ნეაპოლში) XVI საუკუნის მიწურულს მასში შერწყმული იყო პირველი და მეორე „ძანის“ ნიშან-თვისებები; დონდლო, სოფლელი ღორმუცელას ქერქეტობა, გულუბრყვილობა და ქალაქელი მდაბიოს მოხერხებულობა, გონებამახვილობა. [[არლეკინი (კომედია დელ არტე)|არლეკინთან]] ერთად პულჩინელა ყველაზე პოპულარული ნიღაბია. პულჩინელას ტრადიციული გარეგნობაა კუზი, დიდი მოკაუჭებული ცხვირი; ტანსაცმელი – უხეში ქსოვილისაგან შეკერილი, თავზე – წაწვეტებული ქუდი.
+
'''პულჩინელა''' – (იტალ. pulcinella), იტალიურ [[კომედია დელ’არტე]] [[პერსონაჟი]]. ეს [[ნიღაბი (თეატრალური)|ნიღაბი]] წარმოიშვა სამხრეთ იტალიაში (ნეაპოლი), მე-16 ს. ბოლო ათწლეულში მასში შერწყმული იყო პირველი და მეორე ძანის სახასიათო ნიშნები: მიამიტობა, სოფლის მსუნაგის სიტუტუცე და სიზანტე, ქალაქელის მოხერხებულობა და საზრიანობა.  
 +
 
 +
[[არლეკინო|არლეკინოსთან]] ერთად, იგი ყველაზე პოპულარულია ნიღბებს შორის. მხიარულს და ენამოსწრებულს, მრავლად შეაქვს სატირული ელემენტი კომედია დელ’არტეში. პულჩინელა ტრადიციულად ასე გამოიყურება: მხრებში მოხრილი, დიდი მოკაუჭებული ცხვირი, ჯვალოსაგან შეკერილი ჩაცმულობა, ახურავს წვეტიანი [[ქუდი]]. პულჩინელას ხასიათი საბოლოოდ ჩამოყალიბდა მე-17 ს. გამოჩენილი იტალიელი კომედიანტის ს. ფიორილოს ზეგავლენით. მას რამდენიმე საინტერესო შტრიხი შესძინა ა. კალჩეზემ (ჩუჩო). იტალ. პულჩინელა ენათესავება [[პოლიშინელი|პოლიშინელს]] ([[საფრანგეთი]]) და [[პანჩი|პანჩს]] (ინგლისი).
  
  

12:33, 3 მაისი 2023-ის ვერსია

პულჩინელა

პულჩინელა – (იტალ. pulcinella), იტალიურ კომედია დელ’არტე პერსონაჟი. ეს ნიღაბი წარმოიშვა სამხრეთ იტალიაში (ნეაპოლი), მე-16 ს. ბოლო ათწლეულში მასში შერწყმული იყო პირველი და მეორე ძანის სახასიათო ნიშნები: მიამიტობა, სოფლის მსუნაგის სიტუტუცე და სიზანტე, ქალაქელის მოხერხებულობა და საზრიანობა.

არლეკინოსთან ერთად, იგი ყველაზე პოპულარულია ნიღბებს შორის. მხიარულს და ენამოსწრებულს, მრავლად შეაქვს სატირული ელემენტი კომედია დელ’არტეში. პულჩინელა ტრადიციულად ასე გამოიყურება: მხრებში მოხრილი, დიდი მოკაუჭებული ცხვირი, ჯვალოსაგან შეკერილი ჩაცმულობა, ახურავს წვეტიანი ქუდი. პულჩინელას ხასიათი საბოლოოდ ჩამოყალიბდა მე-17 ს. გამოჩენილი იტალიელი კომედიანტის ს. ფიორილოს ზეგავლენით. მას რამდენიმე საინტერესო შტრიხი შესძინა ა. კალჩეზემ (ჩუჩო). იტალ. პულჩინელა ენათესავება პოლიშინელს (საფრანგეთი) და პანჩს (ინგლისი).






წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები