ჯეგუაკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | + | * [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] |
| − | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | + | * [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სახალხო პოეტები]] | [[კატეგორია:სახალხო პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ადიღური წეს-ჩვეულებები]] | [[კატეგორია:ადიღური წეს-ჩვეულებები]] | ||
15:32, 18 მაისი 2023-ის ვერსია
ჯეგუაკო (ადიღ. ДжэгуакIуэ: джэгу – „თამაში“, кIуэ – ფუნქციურობის აფიქსი) – სახალხო პოეტი, მომღერალი, ცეკვა-თამაშის, თეატრალური წარმოდგენების განმწესრიგებელი; მონაწილეობდნენ სახალხო დღესასწაულებში, ერთიანდებოდნენ 2 ან მეტი მსახიობისგან შემდგარ ჯგუფებად. გამოდიოდნენ მუსიკოსების თანხლებით, რომლებიც ხალხურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ მელოდიას, განმეორებადს მოთხრობის ყოველი სტროფის მიმართ. ჯეგუაკოები დიალოგ-რეჩიტატივის ფორმით გადმოსცემდნენ ნართული ეპოსის თქმულებებს, დეკლამაციას უსადაგებდნენ მიმიკას და პლასტიკას. მე-18 ს. მაჰმადიანური რელიგიის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჯეგუაკოს გამოსვლები აიკრძალა. მე-19 ს. შემორჩა ჯეგუაკოების მხოლოდ სოლო გამოსვლები.
ლიტერატურა
- Бгажноков Б. Х. Черкесское игрище. Нальчик, 1991;
- Налоев З.М. Из истории культуры адыгов. Нальчик, 1978;
- Налоев З.М. Институт джегуако. Нальчик, 2011;
- Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъужьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Нальшык-Мейкъуапэ. 2012.