სკალიგერი ჟიულ სეზარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჟიულ სეზარ სკალიგერი''' (იული ცეზარ სკალიგერი) − (ნამდვ. გვარ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სკალიგერი ჟიულ სეზარ“ გადაიტანა გვერდზე „[[ჟიულ სეზარ სკალიგერი]...) |
13:40, 7 ივნისი 2023-ის ვერსია
ჟიულ სეზარ სკალიგერი (იული ცეზარ სკალიგერი) − (ნამდვ. გვარი ჯულიო ჩეზარე სკალიჯერო, 1484-1558), ფრანგი ფილოლოგი, ჰუმანისტი. აღორძინების ეპოქის დრამის თეორიის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. კრიტიკული კომენტარების ავტორი არისტოტელეს თხზულებებზე, რაც საფუძვლად დაედო მის შრომას – „პოეტიკა“. მასში პირველად არის მოცემული დრამის თეორიის მწყობრი სისტემა. მან ჩამოაყალიბა ტრაგიკულის ცნება, მოითხოვა ჟანრების მკვეთრი გამიჯვნა, მოუწოდებდა მიებაძათ ანტიკური ნიმუშებისათვის, დრამის თეორიაში შემოიტანა სამი ერთიანობის პრინციპი. მისმა შეხედულებებმა იქონია დიდი გავლენა კლასიციზმის თეორიული შეხედულებების ჩამოყალიბებაზე.