გერდერი იოჰან გოტფრიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გერდერი იოჰან გოტფრიდ“ გადაიტანა გვერდზე „[[იოჰან გოტფრიდ გერდე...)

18:31, 15 ივლისი 2023-ის ვერსია

იოჰან გოტფრიდ გერდერი

იოჰან გოტფრიდ გერდერი – (გერმ. Johann Gottfried Herder, 1744-1803), გერმანელი მოაზროვნე, თეოლოგი და კულტურის ისტორიკოსი. გვიანი განმანათლებლობის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ახალგაზრდობაში შტურმერების თეორეტიკოსი და ლესინგის მოწინააღმდეგე იყო, თუმცა გერდერიც ებრძოდა კლასიციზმს. იგი ხელოვნების ხალხის ცხოვრებასთან დაკავშირებას, დრამატურგიის საფუძველად ხალხურ ტრადიციებზე დაყრდნობას მოითხოვდა. უარყოფდა ანტიკური დრამის უპირატესობას, არისტოტელეს პოეტიკის აუცილებლობას, ფრანგულ კლასიციზმს, ვინაიდან არ იყო აგებული ხალხურ ტრადიციებზე, ბაძავდა ანტიკურის სტრუქტურას. შექსპირს, რომელიც არ იზღუდებოდა მხატვრული წესებით, თვლიდა იდეალურ დრამატურგად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები