გვახარია ვაჟა
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
| − | + | ==იხილე აგრეთვე== | |
| + | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/2160/ ვაჟა გვახარია] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]<br /> | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]<br /> | ||
[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] | ||
| − | + | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:ქართველი მუსიკათმცოდნეები]] | [[კატეგორია:ქართველი მუსიკათმცოდნეები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მუსიკის თეორეტიკოსები]] | [[კატეგორია:ქართველი მუსიკის თეორეტიკოსები]] | ||
[[კატეგორია:გვახარიები]] | [[კატეგორია:გვახარიები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:33, 24 აპრილი 2025 მდგომარეობით
გვახარია ვაჟა ალექსანდრეს ძე - (22. III. 1925, თბილისი, – 25. VII. 1991, იქვე), მუსიკისმცოდნე და ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. ფილოლოგიურ მეცნიერ-დოქტორი (1968), პროფესორი (1969), ჰენდელის საერთაშორისო პრემიის (გდრ) ლაურეატი (1967), ჰენდელის საერთაშორისო საზოგადოების (ქ. ჰალე) გამგეობის წევრი (1967), თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ძველი აღმოსავლური ენების განყოფილების გამგე (1985-91).
დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1947) და თბილისის კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი (1949), 1952-იდან ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. იკვლევდა ქართულ საეკლესოპ მუსიკას. შეისწავლა ჰიმნოგრაფიული და სანოტო ხელნაწერები. სრულად თარგმნა მიქაელ მოდრეკილის იადგარი (X ს.) საეკლესიოდან (ნუსხა-ხუცური) თანამედროვე ქართულ დამწერლობაზე (მხედრული) ნევმური ნოტაციის შენარჩუნებით. შეიმუშავა XIX ს. ქართულ ხელნაწერებში არსებული საგალობლების კლასიფიკაცია და შემოგვთავაზა ძველქართულ პროფესიულ მუსიკაში მუსიკალურ სისტემათა განვითარების საკუთარი თეორია.
ავტორია წიგნებისა:
- „ძველ ქართულ მუსიკალურ სისტემათა განვითარება“ (1962),
- „რიჰარდ ვაგნერი“ (1966),
- „ჰენდელი, მოცარტი, ვაგნერი“ (1976),
- „მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები“ (1978),
- „ურარტული ენის ლექსიკონი-სიმფონია“ (მოსკოვი 1963) და სსვა.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია