ხოსროვშირინიანი
(ახალი გვერდი: '''ხოსროვშირინიანი''' (XVIII ს. პირველი ნახევარი) — [[თარგმანი|თარგმ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ხოსროვშირინიანი''' (XVIII ს. პირველი ნახევარი) | + | '''ხოსროვშირინიანი''' — (XVIII ს. პირველი ნახევარი) [[თარგმანი|თარგმნილი]] ძეგლი. [[ირანი|ირანის]] ძლევამოსილი მეფის ხოსროვისა და [[კავკასია|კავკასიის]] განმგებლის ასულის შირინის სიყვარულის [[ლეგენდა]] ადრევე ჩნდება სპარსულ ზეპირ თუ წერილობითს წყაროებში. პირველად ცალკე ეპიზოდის სახით იგი ფირდოუსიმ (X ს.) შეიტანა „შაჰ-ნამეში“, ხოლო რომანტიკული პოემა ამ თემაზე შექმნა ნიზამი განჯელმა (XII ს.). ნიზამის მრავალი მიმბაძველი გამოუჩნდა. მათგან უადრინდელესია ინდოელი სპარსულენოვანი მწერალი ხოსროვ დეჰლევი (XIII ს). სწორედ მისი პოემა „შირინ ო ხოსროვ“ დაედო საფუძვლად ქართულ თარგმანს, როგორც ეს ბოლო მინაწერიდან ირკვევა. მთარგმნელის ვინაობა უცნობია. თარგმანი შესრულებულია პროზით, ზუსტად მიჰყვება სპარსულ ტექსტს, თუმცა მნიშვნელოვანი კუპიურებით, უმთავრესად აღწერითს ნაწილში. ქართული ვერსიის ენა ვულგარულია, ხშირია როგორც ლექსიკური, ისე ფრაზეოლოგიური სპარსიზმები. იგივე [[სიუჟეტი]] თავისებურად გადაამუშავა XVII ს. ისტორიკოსმა [[ფარსადან გორგიჯანიძე|ფარსადან გორგიჯანიძემ]]. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | ||
| − | + | [[კატეგორია: სპარსული ლიტერატურა]] | |
| − | + | [[კატეგორია: ქართული მწერლობა]] | |
| − | [[კატეგორია: | + | |
| − | [[კატეგორია: | + | |
[[კატეგორია:თარგმანები]] | [[კატეგორია:თარგმანები]] | ||
23:11, 8 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ხოსროვშირინიანი — (XVIII ს. პირველი ნახევარი) თარგმნილი ძეგლი. ირანის ძლევამოსილი მეფის ხოსროვისა და კავკასიის განმგებლის ასულის შირინის სიყვარულის ლეგენდა ადრევე ჩნდება სპარსულ ზეპირ თუ წერილობითს წყაროებში. პირველად ცალკე ეპიზოდის სახით იგი ფირდოუსიმ (X ს.) შეიტანა „შაჰ-ნამეში“, ხოლო რომანტიკული პოემა ამ თემაზე შექმნა ნიზამი განჯელმა (XII ს.). ნიზამის მრავალი მიმბაძველი გამოუჩნდა. მათგან უადრინდელესია ინდოელი სპარსულენოვანი მწერალი ხოსროვ დეჰლევი (XIII ს). სწორედ მისი პოემა „შირინ ო ხოსროვ“ დაედო საფუძვლად ქართულ თარგმანს, როგორც ეს ბოლო მინაწერიდან ირკვევა. მთარგმნელის ვინაობა უცნობია. თარგმანი შესრულებულია პროზით, ზუსტად მიჰყვება სპარსულ ტექსტს, თუმცა მნიშვნელოვანი კუპიურებით, უმთავრესად აღწერითს ნაწილში. ქართული ვერსიის ენა ვულგარულია, ხშირია როგორც ლექსიკური, ისე ფრაზეოლოგიური სპარსიზმები. იგივე სიუჟეტი თავისებურად გადაამუშავა XVII ს. ისტორიკოსმა ფარსადან გორგიჯანიძემ.