ამირაჯიბი სოფიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამირაჯიბი სოფიო“ გადაიტანა გვერდზე „სოფიო ამირაჯიბი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სოფიო ამირაჯიბი“ გადაიტანა გვერდზე „ამირაჯიბი სოფიო“ გადამის...) |
14:27, 9 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ამირაჯიბი სოფიო (არღუთაშვილ-მხარგრძელის ასული) — (1847–1906), მთარგმნელი. სწავლობდა თბილისში ფაბრის პანსიონში. ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. მის მიერ რუსულად თარგმნილი გ. ორბელიანის, ვ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, მ. თუმანიშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, რ. ერისთავის, ვაჟა-ფშაველას, მ. გურიელისა და სხვათა ლექსები იბეჭდებოდა იმდროინდელ რუსულ პრესაში („კავკაზსკი ვესტნიკ“, „არგონავტ“, „ვოსკრესენიე“, „ნოვოე ობოზრენიე“, „ტიფლისსკი ლისტოკ“). ეს თარგმანები ცალკე წიგნად („ქართველი პოეტების ლექსთა კრებული“) გამოიცა მოსკოვში 1909 წ. ჰქონდა რუსული ორიგინალური ლექსებიც.