კრებული (ჟურნალი)
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ჟურნალი „კრებული"“ გადაიტანა გვერდზე „კრებული (ჟურნალი)“ გადამი...) |
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „კრებული (ჟურნალი)“ გადაიტანა გვერდზე „ჟურნალი „კრებული"“) |
12:50, 11 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
კრებული — ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1871-73 წწ. თბილისში ნიკო ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. ოფიციალური რედაქტორ-გამომცემელი — გიორგი წერეთელი. თანამშრომლობდნენ: ნ. ნიკოლაძე, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, გ.ორბელიანი, გ. ერისთავი, რ. ერისთავი, გ. წერეთელი, პ. უმიკაშვილი, გ. ჭალადიდელი… იბეჭდებოდა ა. პუშკინის, ნ. გოგოლის, უ. შექსპირის, ჯ. სვიფტის, ჟ. მოლიერის, ი. გოეთეს, ჰ. ჰაინეს და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები. „კრებულისთვის“ უცხო არ იყო უტოპიურ-სოციალური იდეები, თუმცა მის თავისთავადობას რევოლუციურ-დემოკრატიული მასალები განსაზღვრავდა. ჟურნალი იბრძოდა კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ, დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობილების დასამყარებლად. უხვად იბეჭდებოდა მეცნიერულ-პუბლიცისტური თხზულებები, მაგრამ მთავარი ადგილი მხატვრულ ნაწარმოებებს ეკავათ. „კრებულში“ გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის „აჩრდილი“, „დედა და შვილი“, ა. წერეთლის „მუხამბაზი“, გ. წერეთლის „ჯიბრი“, „ჩვენი ცხოვრების ყვავილი“…
