ჩხოტუა დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ჩხოტუა დავით“ გადაიტანა გვერდზე „დავით ჩხოტუა“) |
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „დავით ჩხოტუა“ გადაიტანა გვერდზე „ჩხოტუა დავით“ გადამისამართებ...) |
16:57, 13 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ჩხოტუა დავით (1849-1929) — ლიტერატორი, პუბლიცისტი მკვლევარი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1869) სწავლობდა ოდეისისა და პეტერბურგის უნივერსიტეტებში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართველი ინტელიგენციის მეთაურებთან და სათავეში ედგა პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა ეროვნულ-პოლიტიკურ საქმიანობას, რის გამოც განიცდიდა დევნას, ხანგრძლივად იყო გადასახლებული. საბუნებისმეტყველო–საგანმანათლებლო, პედაგოგიურ, პუბლიცისტურ, საენათმეცნიერო, ეთნოგრაფიულსა და ლიტერატურულ სტატიებს აქვეყნებდა „დროებაში“, „სასოფლო გაზეთში“, „კრებულსა“ და „განათლებაში“. ავტორია რუსულად დაწერილი გამოკვლევისა „რუსთაველის პოემის გმირები და მათი მსოფლმხედველობა“.