ჯანდიერი ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია: ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია: ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ჯანდიერი]]
+
[[კატეგორია:ჯანდიერები]]

17:46, 16 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

ლევან ჯანდიერი

ჯანდიერი (ჯანდიერიშვილი) ლევან (ფსევდონიმი „ჭიჩოელი“) (1848- 1921) — ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქართველ სამოციანელთა წარმომადგენელი, ი. ჭავჭავაძის წრის წევრი და უახლოესი მეგობარი, „დროშა გიორგიდ“ წოდებული სამხედრო პირის — გიორგი ჯანდიერის შვილი. თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1867) მუშაობდა თელავის სამაზრო გამგეობაში შტატ- გარეშე მოხელედ, 1868 წლიდან — მომრიგებელ შუამავლად, 1878 წ. — სიღნაღის მაზრის უფროსის მოადგილედ, 1883 წლიდან — თიანეთის მაზრის, მერმე თბილისის მაზრის უფროსად, 1905 წლიდან — ერევნის ვიცე-გუბერნატორად, შემდეგ — სოხუმის ოლქის უფროსად, 1909 წ. — თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის დირექტორად. სამსახურეობრივ მდგომარეობას იყენებდა აქტიური ეროვნულ–საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, იღვწოდა ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მეფის მოხელეთა თვითნებობის აღსაკვეთად. მთიულები ჩამოასახლა მანგლისის მიდამოებში, სკოლა გახსნა მელაანში.

ლ. ჯანდიერის პუბლიცისტური და ისტორიული ხასიათის წერილები ქვეყნდებოდა „ცისკარში“, „დროებაში, „ივერიაში“, „მოგზაურში“, „სასოფლო გაზეთში“. საყურადღებოა „ლეკების აჯანყების შესახებ“ (1902), ნარკვევი - „ჯანდიერი თუ ჯანდიერისშვილნი“ (1902). რუსულიდან თარგმნილი და გამოცემული აქვს რამდენიმე თხზულება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები