ომაინიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 5: ხაზი 5:
 
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
 
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
  
[[კატეგორია:ქართული ლიტერატურა]]
+
[[კატეგორია:ძველი ქართული მწერლობა]]
 +
[[კატეგორია: ქართველი მწერლები]]
 +
[[კატეგორია: სპარსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები]]
 +
[[კატეგორია: ჩოლოყაშვილები]]

11:56, 19 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

„ომანიანი" (წინანდლის მუზეუმი)

ომაინიანი, („ომანიანი“) – (XVII ს.) – აღმოსავლეთში გავრცელებული მიბაძვა–გაგრძელებათა ტიპის თხზულება, „ვეფხისტყაოსნის“ მიბაძვა-გაგრძელება. მასში მოთხრობილია ტარიელის ვაჟის სარიდანისა და თინათინის ასულის დაქორწინება, შემდეგ კი აღწერილია მათი მემკვიდრის ომაინის თავგადასავალი. სპარსული ხალხური დასთანების ქარგაზეა გამოყვანილი ომაინის გამიჯნურება: მას აუწერენ მისრეთის მეფის ასულის ბურნე-მელიქის სილამაზეს, მიზნის მიღწევამდე უამრავი საათი გადახდება თავს. თხზულება იწყება რუსთაველური შაირით, რომელსაც მცირე ხნით ენაცვლება პროზა; შემდეგ კვლავ მოდის დიდი პოეტური მონაკვეთი. მეორე ნაწილი მთლიანად პროზაა. ავტორი ერთგვარად იმართლებს თავს ამ უჩვეულო აღრევისათვის. პოეტური ნაწილი „ვეფხისტყაოსნის“ გავლენითაა დაწერილი, პროზა კი აშკარად ატარებს „ამირანდარეჯანიანის“, „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიებისა და სხვა ანალოგიური ჟანრის ძეგლთა მიბაძვის ნიშნებს. „ომაინიანი“ დაიწერა XVII საუკუნის დამდეგს. ძეგლშიც და არჩილთანაც ავტორის მხოლოდ სახელი იხსენიება — ქაიხოსრო. ზოგიერთი მკვლევარი მას აიგივებს ქაიხოსრო ომანის ძე ჩოლოყაშვილთან. ტექსტი გამოსცა გ. ჯაკობიამ 1937 წ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები