საბაშვილი სერაპიონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „საბაშვილი სერაპიონ“ გადაიტანა გვერდზე „კედელაური“) |
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „კედელაური“ გადაიტანა გვერდზე „საბაშვილი სერაპიონ“ გადამისამა...) |
15:52, 24 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
საბაშვილი სერაპიონ (კედელაური) – (XVI ს. პირველი ნახევარი), მთარგმნელი, მრევლთა თავი, ხევისბერი, მეფე კონსტანტინესა (1478- 1505) და ბაგრატ I მუხრანბატონის თანამედროვე და მათთან დაახლოებული პირი. „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიების ცენტრალური ნაწილის - „როსტომიანის“ პირველი გამლექსავ-მთარგმნელი. მისი ძირითადი წყარო იყო ქართული პროზაული ვერსიები, რომლებიც მომდინარეობდა „შაჰ-ნამეს“ გვიანდელი (XIV-XV სს.) ჩანართებიანი ტექსტიდან. დაზიანებული ქართული ტექსტის შემთხვევაში მთარგმნელი იყენებდა სპარსულ ტექსტს. მიუხედავად „ვეფხისტყაოსნის“ მძლავრი გავლენისა, საბაშვილმა მოახერხა ორიგინალობის შენარჩუნება და სპარსული ეპოსის ქართულად მარჯვედ გარდათქმა.
ტექსტი
- „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიები. III, 1974.