აორისტი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''აორისტი''' – (ბერძ. aoristos – აღუნიშნავი, განუსაზღვრელი), [[ზმნა|ზმნის]] [[გრამატიკული კატეგორია]] რომელიც აერთიანებს | + | '''აორისტი''' – (ბერძ. aoristos – აღუნიშნავი, განუსაზღვრელი), [[ზმნა|ზმნის]] [[გრამატიკული კატეგორია]] რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სტრუქტურისა და წარმოშობის, მაგრამ საერთო ასპექტურ-დროული მნიშვნელობის მქონე ზმნის პირიან ფორმათა პარადიგმებს. აორისტი გამოხატავს წარსულში მომხდარ, არაგანგრძობით (მომენტობრივ) დასრულებულ მოქმედებას. გვხვდება ინდოევროპულ ენებში (სანსკრიტში, ძვ. ბერძნულ და ძვ. სლავურ ენებში). |
როგორც განსაკუთრებული ზმნური კატეგორია, იგი დღემდე ფუნქციონირებს თანამედროვე სამხრეთსლავურ ენებში (ბულგარულში, სერბულში, ხორვატულში). | როგორც განსაკუთრებული ზმნური კატეგორია, იგი დღემდე ფუნქციონირებს თანამედროვე სამხრეთსლავურ ენებში (ბულგარულში, სერბულში, ხორვატულში). | ||
| − | ქართველოლოგიაში აორისტი რამდენიმე | + | ქართველოლოგიაში აორისტი რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება:

1. აღნიშნავს თანამედროვე ქართულის წყვეტილის მწკრივს.
| 1. აღნიშნავს თანამედროვე ქართულის წყვეტილის მწკრივს.

| − | 2. აორისტს აღადგენენ უძველესი ფორმაციის ქართულისათვის. ამ მოსაზრების თანახმად, განვითარების ადრეულ ეტაპზე ქართული ზმნის უღვლილება გულისხმობდა [[ასპექტი (გრამატიკა)|ასპექტების]] (და არა [[დრო (გრამატიკა)|დროების]]) ცვლას. ერთმანეთს უპირისპირდებოდა განგრძობითი (დიურატიული) და მომენტობრივი ასპექტის ფორმები. განგრძობით ასპექტს გადმოსცემდა | + | 2. აორისტს აღადგენენ უძველესი ფორმაციის ქართულისათვის. ამ მოსაზრების თანახმად, განვითარების ადრეულ ეტაპზე ქართული ზმნის უღვლილება გულისხმობდა [[ასპექტი (გრამატიკა)|ასპექტების]] (და არა [[დრო (გრამატიკა)|დროების]]) ცვლას. ერთმანეთს უპირისპირდებოდა განგრძობითი (დიურატიული) და მომენტობრივი ასპექტის ფორმები. განგრძობით ასპექტს გადმოსცემდა პერმანსივი, მომენტობრივს კი – აორისტი (არნ. ჩიქობავა).

| − | 3. აორისტი აღნიშნავს ძვ. ქართული წყვეტილის მწკრივს. | + | 3. აორისტი აღნიშნავს ძვ. ქართული წყვეტილის მწკრივს.

ამათგან აორისტის თავდაპირველ გაგებას შეესაბამება მე-2 მნიშვნელობა. რაც შეეხება მე-3-ს, უნდა აღინიშნოს, რომ ძვ. ქართულის მწკრივთა წარმოებაში ასპექტთან ერთად მონაწილეობს დროის, კილოს და სხვ. გრამატიკული | ამათგან აორისტის თავდაპირველ გაგებას შეესაბამება მე-2 მნიშვნელობა. რაც შეეხება მე-3-ს, უნდა აღინიშნოს, რომ ძვ. ქართულის მწკრივთა წარმოებაში ასპექტთან ერთად მონაწილეობს დროის, კილოს და სხვ. გრამატიკული | ||
| − | კატეგორიებიც და ასპექტის გრამატიკული მნიშვნელობა საგრძნობლად შეცვლილია (ზ. ჭუმბურიძე). თუმცა, ამ ტერმინის გამოყენება წყვეტილის მწკრივის აღსანიშნავად ძვ. ქართულისათვის მაინც | + | კატეგორიებიც და ასპექტის გრამატიკული მნიშვნელობა საგრძნობლად შეცვლილია (ზ. ჭუმბურიძე). თუმცა, ამ ტერმინის გამოყენება წყვეტილის მწკრივის აღსანიშნავად ძვ. ქართულისათვის მაინც დასაშვებია. |
აორისტის განუსაზღვრელი ნამყოს შესაფერ სახელწოდებად მიიჩნევს ი. ქავთარაძე ზმნათა მხოლოდ ერთი ჯგუფისათვის, რომელსაც დიფერენცირებული ნამყო არ მოეპოვება – ფორმით წყვეტილია, ხოლო ფუნქციით უწყვეტელი, როგორიცაა, მაგ., დგას, ზის ზმნათა ნამყოს ფორმები: იდგა, იჯდა. | აორისტის განუსაზღვრელი ნამყოს შესაფერ სახელწოდებად მიიჩნევს ი. ქავთარაძე ზმნათა მხოლოდ ერთი ჯგუფისათვის, რომელსაც დიფერენცირებული ნამყო არ მოეპოვება – ფორმით წყვეტილია, ხოლო ფუნქციით უწყვეტელი, როგორიცაა, მაგ., დგას, ზის ზმნათა ნამყოს ფორმები: იდგა, იჯდა. | ||
13:10, 20 იანვარი 2024-ის ვერსია
აორისტი – (ბერძ. aoristos – აღუნიშნავი, განუსაზღვრელი), ზმნის გრამატიკული კატეგორია რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სტრუქტურისა და წარმოშობის, მაგრამ საერთო ასპექტურ-დროული მნიშვნელობის მქონე ზმნის პირიან ფორმათა პარადიგმებს. აორისტი გამოხატავს წარსულში მომხდარ, არაგანგრძობით (მომენტობრივ) დასრულებულ მოქმედებას. გვხვდება ინდოევროპულ ენებში (სანსკრიტში, ძვ. ბერძნულ და ძვ. სლავურ ენებში).
როგორც განსაკუთრებული ზმნური კატეგორია, იგი დღემდე ფუნქციონირებს თანამედროვე სამხრეთსლავურ ენებში (ბულგარულში, სერბულში, ხორვატულში).
ქართველოლოგიაში აორისტი რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება:
1. აღნიშნავს თანამედროვე ქართულის წყვეტილის მწკრივს.
2. აორისტს აღადგენენ უძველესი ფორმაციის ქართულისათვის. ამ მოსაზრების თანახმად, განვითარების ადრეულ ეტაპზე ქართული ზმნის უღვლილება გულისხმობდა ასპექტების (და არა დროების) ცვლას. ერთმანეთს უპირისპირდებოდა განგრძობითი (დიურატიული) და მომენტობრივი ასპექტის ფორმები. განგრძობით ასპექტს გადმოსცემდა პერმანსივი, მომენტობრივს კი – აორისტი (არნ. ჩიქობავა).
3. აორისტი აღნიშნავს ძვ. ქართული წყვეტილის მწკრივს.
ამათგან აორისტის თავდაპირველ გაგებას შეესაბამება მე-2 მნიშვნელობა. რაც შეეხება მე-3-ს, უნდა აღინიშნოს, რომ ძვ. ქართულის მწკრივთა წარმოებაში ასპექტთან ერთად მონაწილეობს დროის, კილოს და სხვ. გრამატიკული
კატეგორიებიც და ასპექტის გრამატიკული მნიშვნელობა საგრძნობლად შეცვლილია (ზ. ჭუმბურიძე). თუმცა, ამ ტერმინის გამოყენება წყვეტილის მწკრივის აღსანიშნავად ძვ. ქართულისათვის მაინც დასაშვებია.
აორისტის განუსაზღვრელი ნამყოს შესაფერ სახელწოდებად მიიჩნევს ი. ქავთარაძე ზმნათა მხოლოდ ერთი ჯგუფისათვის, რომელსაც დიფერენცირებული ნამყო არ მოეპოვება – ფორმით წყვეტილია, ხოლო ფუნქციით უწყვეტელი, როგორიცაა, მაგ., დგას, ზის ზმნათა ნამყოს ფორმები: იდგა, იჯდა.
ნ. ლოლაძე