მესხური დიალექტი
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
თანხმოვანთა ფონეტიკური კომპლექსებიდან აღსანიშნავია ბაგისმიერთა ნ-თი შენაცელება თანხმოვნისწინა ან ბოლოკიდურ პოზიციაში: | თანხმოვანთა ფონეტიკური კომპლექსებიდან აღსანიშნავია ბაგისმიერთა ნ-თი შენაცელება თანხმოვნისწინა ან ბოლოკიდურ პოზიციაში: | ||
მ -→ ნ, ე -→ ნ, ბ -→ მ -→ ნ, ფ -→ მ, ნ, პროცესის მოქმედების არე ფართოა და მოიცავს [[ბრუნება|ბრუნების]], უღლების, წარმოქმნის სისტემებს: დედანთილი, სავსე -→ სანსე, ამდგარი -→ ანდგარი, დედამ -→ დედან, აკეთამს -→ აკეთანს… | მ -→ ნ, ე -→ ნ, ბ -→ მ -→ ნ, ფ -→ მ, ნ, პროცესის მოქმედების არე ფართოა და მოიცავს [[ბრუნება|ბრუნების]], უღლების, წარმოქმნის სისტემებს: დედანთილი, სავსე -→ სანსე, ამდგარი -→ ანდგარი, დედამ -→ დედან, აკეთამს -→ აკეთანს… | ||
| + | |||
| + | ყურადღებას იქცევს ხმოვანფუძიან სახელებთან -ი || ჲ ბრუნვისნიშნის გამოვლენის კანონზომიერება. ბრუნვის ნიშანი დაჩნდება საკუთარ ან საკუთართან გაიგივებულ სახელებთან (დედაი, ნინოი) ყოველთვის, და -ა სუფიქსით ნაწარმოებ [[ზედსართავი სახელი|ზედსართავებთან]], თუ ისინი საზღვრულის გარეშე არიან წარმოდგენილი (კუნტილიაი არ ჩაანს.), ან შედგენილი შემასმენელის | ||
| + | სახელად ნაწილს წარმოადგენენ (მტირალაია). ამასთან, -ი გვაქვს უპირატესად მახვილიან, -ი კი – უმახვილო პოზიციაში. | ||
15:57, 2 თებერვალი 2024-ის ვერსია
მესხური, სამცხურ-ჯავახური, ქართული ენის დიალექტი. ისტორიულად მესხეთი, იგივე ზემო ქართლი, მოიცავდა სამცხეს, ჯავახეთს, თორს, კოლა-არტაანს, ერუშეთს, კლარჯეთს, სპერს - ამ კუთხეთა მოსახლეობის მეტყველება იყო ისტორიული მესხური; დღეს მესხური მოიცავს სამცხისა და ჯავახეთის (ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა) ადგილობრივ მკვიდრთა მეტყველებას და იგი ისტორიული მესხურის მხოლოდ ნაწილია. სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი „მესხური“ ტრადიციულად იხმარებოდა სამცხის მოსახლეობის მეტყველების აღსანიშნავად. ცალკე დიალექტად განიხილებოდა ჯავახური. თანამედროვე გამოკელევებში, ისტორიული ვითარებისა და ლინგვისტური მონაცემების გათვალისწინებით, სამცხური და ჯავახური ერთი დიალექტის – მესხურის კილოკავებად განიხილება.
ბგერითი შედგენილობის თავისებურებას ქმნის ჲ, ჶ, ,
ბგერათა არსებობა. ჲ უმეტესად ჲ → ჲ პროცესის შედეგადაა მიღებული აღმავალ და დამავალ დიფთონგებში (იაკობაჲ, დედაჲ), დ – გვაქვს ზოგიერთ შემოსულ სიტყვაში (ეჶდენდი) ან 1 სუბიექტური პირის ვ-ნიშნის ფონეტ. ვარიანტად
ყრუ თანხმოვანთა წინ: დაეკარგე – დაჶკარგე…:
და
ხმოვნები
იშვიათად დასტურდება შემოსულ სიტყვებში, გვაქვს ქართულ ფორმებშიც: ჩ
ნ, თქვენთ
ნ (იშვიათად). უფრო ხშირად
მიღებულია უ → ვი პროცესის შედეგად და დამოწმებულია იმ ფორმებში, სადაც ფონემატური სტრუქტურის აკრძალვის გამო პროცესი საბოლოო -ეი საფეხურამდე ვერ მიდის: პალ
ები, ძულ
ები, კალ
ები…
გვაქვს: თანხმოვანთგამყარად – კ
ნიჟკა, ბ
რმა…, ან შემოსულ სიტყვებში –ყ
რათლი, ყ
სმათი…
ხმოვანთა ფონეტიკურ პროცესებს წარმართავს ქართული ენის ფონემატური სტრუქტურის თავისებურებით შეპირობებული, ენის ყველა
ქვესისტემისათვის საერთო კანონზომიერება – ხმოვანთკომპლექსის მოშლისაკენ სწრაფვა. მესხურში ამ კომპლექსთა ცვლილება არ მიდის საბოლოო საფეხურამდე – ერთ ხმოვნამდე. მესხურის თავისებურებას შეადგენს ლაბიალური ხმოვნის შემცველი კომპლექსის ცვლილების გზა:
ა) სიტყვის თავში: ოა / უა (მუაწია); ოე / უე (მუელი);
ბ) სიტყვის ბოლოში: ოა / უა / ა /ვია (გაათხვია), ოე / უე /
ე / ვიე (ვაძვიე), უა /
ა / ვია (მოატყვია).
ასიმილაციას განიცდიან:
ა) ერთნაირი ღიაობისა და სხვადასხვა სერიის ხმოენები: ოე / ეე (მეეტანა),იუ / უუ (მუუტანა)…,
ბ) მომიჯნავე ღიაობისა და ერთი სერიის ხმოვნები: აე / ეე (წეეღო), ოუ / უუ (მუუწვია).
პირეელ შემთხვევაში დამსგავსება ხდება სერიის მიხედვით, მეორეში – ღიაობის მიხედვით. მორფემათა მიჯნაზე მესხურისთვის დასაშვებია შემდეგი ხმოვანთკომპლექსები; აუ, აო, აი, ოი, ეო, ეუ, იი, იე, ია. ასიმილაციით მიღებული ეე კომპლექსი კიდევ იცვლება დისიმილაციის გზით და გვაძლევს იე-ს (მოეტანა / მეეტანა/ მიეტანა).
თანხმოვანთა ფონეტიკური კომპლექსებიდან აღსანიშნავია ბაგისმიერთა ნ-თი შენაცელება თანხმოვნისწინა ან ბოლოკიდურ პოზიციაში: მ -→ ნ, ე -→ ნ, ბ -→ მ -→ ნ, ფ -→ მ, ნ, პროცესის მოქმედების არე ფართოა და მოიცავს ბრუნების, უღლების, წარმოქმნის სისტემებს: დედანთილი, სავსე -→ სანსე, ამდგარი -→ ანდგარი, დედამ -→ დედან, აკეთამს -→ აკეთანს…
ყურადღებას იქცევს ხმოვანფუძიან სახელებთან -ი || ჲ ბრუნვისნიშნის გამოვლენის კანონზომიერება. ბრუნვის ნიშანი დაჩნდება საკუთარ ან საკუთართან გაიგივებულ სახელებთან (დედაი, ნინოი) ყოველთვის, და -ა სუფიქსით ნაწარმოებ ზედსართავებთან, თუ ისინი საზღვრულის გარეშე არიან წარმოდგენილი (კუნტილიაი არ ჩაანს.), ან შედგენილი შემასმენელის სახელად ნაწილს წარმოადგენენ (მტირალაია). ამასთან, -ი გვაქვს უპირატესად მახვილიან, -ი კი – უმახვილო პოზიციაში.