შეკვეცილი ჰიპოტაქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]  
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]  
 
[[კატეგორია:სინტაქსი]]
 
[[კატეგორია:სინტაქსი]]
 +
[[კატეგორია:ქართული ენა]]

მიმდინარე ცვლილება 23:52, 7 მაისი 2025 მდგომარეობით

შეკვეცილი ჰიპოტაქსი – ქვეწყობა, რომელშიც პრედიკატულ ერთეულთაგან ერთ-ერთი (მთავარი ან დამოკიდებული) ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი, ან უპრედიკატოა („უშენოდ ხომ არაფერი გაკეთდება“, დ. კლდიაშვილი; „ნატვრა თუ ასრულდეს, – მაგეთი“, ი. ჭავჭავაძე.); „საიქიოს იმასვე მოქმედებენ, რასაც სააქაოს“, ვაჟა-ფშაველა). კვეცა ხდება:
ა) მყარი, სტერეოტიპული კომპონენტების გამოტოვებით („რა ექნა, საჭმელი რომ ვერ მოგისწარით“, რ. ინანიშვილი; „თქვენს ადგილას რომ ვიყო, ხმას არ ამოვიღებდი“, „საჭმელი რომ ვერ მოგისწარით!"; „თქვენს ადგილას ხმას არ ამოვიღებდი“, ნ. დუმბაძე):
ბ) კონტექსტით ადვილად საგულისხმებელი ზმნების გაუჩინარებით („იშვიათად, რომ ასაკოვანი კაცი ამ ნაწარმოებებს მიუბრუნდეს ხელახლა“, რეზო თვარაძე; „მე რომ არა, ნიკას ვინ ოხერი მისცემდა ქალს“, დ. კლდიაშვილი);
გ) განმეორებულ პრედიკატთა რაოდენობის შემცირებით („შენ თუ გასძლებ, – შენივ სიტყვის იმედით“, გ. ლეონიძე.; „მოხუცები თუ გამოისყიდიან დიაკვნისა და ახალგაზრდების ცოდვათა, თორემ სხვა არავინ“, ვაჟა-ფშაველა.);
დ) მთავარი და დამოკიდებული კომპონენტების შერწყმით, რის შედეგადაც მიიღება ნაჰიპოტაქსარი გამარტივებული წინადადებები. გამარტივებისას სრულ კომპონენტში გადადის შეკვეცილის ის სიტყვები, რომლებზედაც ლოგიკური მახვილია, და შემასმენლის წინ დგება („მეც სიცოცხლეს თუ ვისგანმე ვიჩუქებდი, – მარტო შენისთანა ვაჟკაცისგანაო“, „მეც სიცოცხლეს მარტო შენისთანა ვაჟკაცისგან თუ ვიჩუქებდიო“, ი. ჭავჭავაძე: „მე რომ ვიყო ბახას ადგილას, იქნება უარესი საქმე ჩამედინა“, „მე ბახას ადგილას იქნება უარესი საქმე ჩამედინა“, ვაჟა-ფშაველა). ნაჰიპოტაქსარ გამარტივებულ წინადადებაში წარმოდგენილ კავშირებს (რომ, თუ) ნაწილაკის მნიშვნელობა აქვთ. შეკვეცილი ჰიპოტაქსი უპირატესად ზეპირ მეტყველებაში გვხვდება.

ლ. კვანტალიანი


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები