ძირი (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]
 
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 +
[[კატეგორია:ქართული ენა]]

მიმდინარე ცვლილება 23:54, 7 მაისი 2025 მდგომარეობით

ძირი – მორფოლოგიური თვალსაზრისით სიტყვის (ფუძის) დაუშლელი ნაწილი, რომელთანაც დაკავშირებულია სიტყვის ძირითადი ლექსიკური მნიშვნელობა. სიტყვათა ცვალების დროს ძირი სემანტიკურად უცვლელი რჩება, მაგრამ სხვადასხვა ფონეტიკური ფაქტორების მოქმედების შედეგად შეიძლება იცვალოს მისი სტრუქტურა (მაგ., კე-დელი-ი – კედლ-ის, ხე – ხ-ის…). მრავალ ენაში ძირის სტრუქტურა ხასიათდება სპეციფიკური ფონემური შედგენილობით და ფონეტიკური კანონზომიერებებით, რაც მყარ საფუძველს ქმნის დიაქრონიული და ტიპოლოგიური კვლევისათვის. ამ თვალსაზრისით კარგად არის შესწავლილი ქართული და ქართველურ ენათა ძირის სტრუქტურა (არნ. ჩიქობავა, თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, ი. მელიქიშვილი, ი. ქობალავა და სხვ.). ძირი შეიძლება იყოს თავისუფალი, აფიქსების გარეშე (ნულოვანი მორფემითაც: ხე, დედა…), ან მხოლოდ აფიქსებთან ერთად (ა-კეთ-ებ-ს, კეთ-ებ-ა…). ზოგჯერ სიტყვაში (ფუძეში) ძირის გამოყოფა ჭირს, რადგან დიაქრონიული პროცესების შედეგად მოტივაცია დაჩრდილულია და საჭირო ხდება ისტორიულ-ეტიმოლოგიური კვლევა მის დასადგენად.

ნ. სტურუა


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები