ხოლმეობითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხოლმეობითი''' – საუღლებელი ერთეული I ხოლმეობითი, პირობითი, ყ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 +
[[კატეგორია:ქართული ენა]]

მიმდინარე ცვლილება 23:56, 7 მაისი 2025 მდგომარეობით

ხოლმეობითი – საუღლებელი ერთეული I ხოლმეობითი, პირობითი, ყოფადისეული ნამყო უსრული. ხოლმეობითი ფორმობრივი თვალსაზრისით იდენტურია უწყვეტლის ფორმებისა. ზმნათა ერთი ნაწილი უწყვეტლისაგან მხოლოდ ზმნისწინით განსხვავდება, თუმცა ზმნისწინიან და უზმნისწინო ფორმათა დაპირისპირებას არ აქვს სისტემური ხასიათი. ამის გამო ხოლმეობითი, ისევე, როგორც ე. წ. ყოფადის წრის სხვა მწკრივები, დამოუკიდებელ საუღლებელ ერთეულად არ გაიაზრება მკვლევართა ერთი ჯგუფის მიერ (გ- გოგოლაშვილი, ა. ონიანი… )

ტერმინი „ხოლმეობითი“ დაამკვიდრა ა. შანიძემ მანვე გამოიყენა ტერმინი „პერმანსივი“ ხოლმეობითის აღსანიშნად თავისი ნაშრომის რუსულ ვარიანტში. ეს ტერმინი ძირითადად გვხვდება უცხოელი ქართველოლოგების შრომებში (გ. დეეტერსი) და ქართული ნაშრომების თარგმანებში. პერმანსივი აგრეთეე გამოიყენება უძველესი ფორმაციის განგრძობითი ასპექტის გაღმოსაცემად.

გ. გოგოლაშვილი


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები თბ, 1953;
  • ზმნის უღლების სისტემა, თბ., 1988.
  • გოგოლაშვილი გ. ქართული ზმნის უღლების სისტემა

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები