ჰაემეტობა
(ახალი გვერდი: '''ჰაემეტობა''' – VII-VIII სს. ქართული [[სალიტერატურო ენა|სალიტერატურ...) |
|||
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
არასაჭიროდ. | არასაჭიროდ. | ||
| − | ტერმინი „ჰაემეტი“ „[[ხანმეტობა|ხანმეტი]]ს“ ანალოგიით შექმნა [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]მ, როცა ამოიკითხა პალიმფსესტური ხელნაწერის (H-1329) ქვედა ფენაში დაცული VII ს. ოთხთავის საკითხავების ტექსტი „იერუსალიმის განჩინებისა“. ჰაემეტი ფორმები გვხვდება 616-619 წყისის წარწერაში (აღჰუმართე), ასევე 897 | + | ტერმინი „ჰაემეტი“ „[[ხანმეტობა|ხანმეტი]]ს“ ანალოგიით შექმნა [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]]მ, როცა ამოიკითხა პალიმფსესტური ხელნაწერის (H-1329) ქვედა ფენაში დაცული VII ს. ოთხთავის საკითხავების ტექსტი „იერუსალიმის განჩინებისა“. ჰაემეტი ფორმები გვხვდება 616-619 წყისის წარწერაში (აღჰუმართე), ასევე 897 [[ადიშის ოთხთავი|ადიშის ოთხთავში]] (ჰემტერა, ჰჳყავ, ჰევედრებოდეს). ცალკეული ჰაემეტი ფორმები საკმაოდ გვხვდება [[ძველი ქართული ენა|ძველი ქართული ენის]] სხვადასხვა ძეგლებში (7 ფორმაა დადასტურებული „ხანმეტ ლექციონარში“, 3 – ხანმეტ „იერემიას წინასწარმეტყველების“ კემბრიჯულ ფრაგმენტში). |
| − | [[ადიშის ოთხთავი|ადიშის ოთხთავში]] (ჰემტერა, ჰჳყავ, ჰევედრებოდეს). ცალკეული ჰაემეტი ფორმები საკმაოდ გვხვდება [[ძველი ქართული ენა|ძველი ქართული ენის]] სხვადასხვა ძეგლებში (7 ფორმაა დადასტურებული „ხანმეტ ლექციონარში“, 3 – ხანმეტ „იერემიას წინასწარმეტყველების“ კემბრიჯულ ფრაგმენტში). | + | |
| + | VIII-IX სს. მიჯნიდინ ჰ-[[ასიმილაცია (ენათმეცნიერება)|ასიმილაციით]] ს-დ იქცევა დ თ ტ ძ ც წ ან შ-დ ჯ ჩ ჭ თანხმოვნების წინ, ანდა საერთოდ იკარგება [[ხმოვნები|ხმოვნების]] წინ. ამ პერიოდის ძეგლებში ხშირია ჰ-ს ან მისი შემცვლელი ს ბგერის ადგილას კონტამინაციური მრჩობლი ჰს დაწერილობაც (ჰსტირი). | ||
| + | |||
| + | [[აკაკი შანიძე|ა. შანიძის]] მიერ ამოკითხული პალიმფსესტური ტექსტის მიჩნევა ცოცხალი ჰაემეტობის ამსახველად შეუძლებელია. მისი აზრით, ამ ტექსტებს ჰაემეტი პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, ფაქტობრივ, ისინი სან-ნარევ ტექსტთა უძველესი ნიმუშებია. | ||
| + | |||
| + | IX-X სს. ხელნაწერებში გამოვლენილია ჰაემეტობის გადმონაშთები, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ ჰაემეტი ძეგლების კორპუსი მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. ირკვევა, რომ [[ქართული ენა|ქართული ენისა]] და ლიტერატურის მრავალი საყურადღებო ძეგლი გადაწერილია ჰაემეტი დედნიდან. | ||
| + | |||
| + | ''კ. დანელია'' | ||
| + | |||
| + | ==ლიტერატურა== | ||
| + | * შანიძე ა. ჰაემეტობა ადიშის ოთხთავში. – თხზ, ტ. 2, თბ., 1981; | ||
| + | * მისივე. ჰაემეტი ტექსტები და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ისტიორიისათვის. – „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, 1921, ტ. 3 | ||
| + | * [[შანიძე მზექალა|შანიძე მ]]. ჰაემეტობის გადმონაშთები X საუკუნის ერთ სინურ ხელნაწერში. – „კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე“, თბ., 1959. ტ. I | ||
| + | * სარჯველაძე ზ. ჰაემეტობის გადმონაშთები X საუკუნის სინურ ხელნაწერებში. – „სმამ“, 1968, ტ. 52, №1 | ||
| + | * დანელია ა. სარჯველაძე ზ. ქართული პალეოგრაფია, თბ., 1997. | ||
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
| + | [[კატეგორია:ძველი ქართული სალიტერატურო ენა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 18:06, 27 მარტი 2024 მდგომარეობით
ჰაემეტობა – VII-VIII სს. ქართული სალიტერატურო ენისათვის დამახასიათებელი მოვლენის გვიანდელი შეფასებითი ტერმინი, როცა ს-ის მსგავსად, ჰ- პრეფიქსის ხმარებაც II სუბიექტური და III ობიექტური პირების ნიშნად (ჰ-უთხრათ, ჰ-ეშინოდა), ზედსართავი სახელის უფროობითი ხარისხის ფორმებში (ჰ-უმჯობჱ-ს) და ინიან ვნებითებში (ჰ-იყო, ჰ-იქმნა) გაიგება ზედმეტად, არასაჭიროდ.
ტერმინი „ჰაემეტი“ „ხანმეტის“ ანალოგიით შექმნა ა. შანიძემ, როცა ამოიკითხა პალიმფსესტური ხელნაწერის (H-1329) ქვედა ფენაში დაცული VII ს. ოთხთავის საკითხავების ტექსტი „იერუსალიმის განჩინებისა“. ჰაემეტი ფორმები გვხვდება 616-619 წყისის წარწერაში (აღჰუმართე), ასევე 897 ადიშის ოთხთავში (ჰემტერა, ჰჳყავ, ჰევედრებოდეს). ცალკეული ჰაემეტი ფორმები საკმაოდ გვხვდება ძველი ქართული ენის სხვადასხვა ძეგლებში (7 ფორმაა დადასტურებული „ხანმეტ ლექციონარში“, 3 – ხანმეტ „იერემიას წინასწარმეტყველების“ კემბრიჯულ ფრაგმენტში).
VIII-IX სს. მიჯნიდინ ჰ-ასიმილაციით ს-დ იქცევა დ თ ტ ძ ც წ ან შ-დ ჯ ჩ ჭ თანხმოვნების წინ, ანდა საერთოდ იკარგება ხმოვნების წინ. ამ პერიოდის ძეგლებში ხშირია ჰ-ს ან მისი შემცვლელი ს ბგერის ადგილას კონტამინაციური მრჩობლი ჰს დაწერილობაც (ჰსტირი).
ა. შანიძის მიერ ამოკითხული პალიმფსესტური ტექსტის მიჩნევა ცოცხალი ჰაემეტობის ამსახველად შეუძლებელია. მისი აზრით, ამ ტექსტებს ჰაემეტი პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, ფაქტობრივ, ისინი სან-ნარევ ტექსტთა უძველესი ნიმუშებია.
IX-X სს. ხელნაწერებში გამოვლენილია ჰაემეტობის გადმონაშთები, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ ჰაემეტი ძეგლების კორპუსი მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. ირკვევა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მრავალი საყურადღებო ძეგლი გადაწერილია ჰაემეტი დედნიდან.
კ. დანელია
[რედაქტირება] ლიტერატურა
- შანიძე ა. ჰაემეტობა ადიშის ოთხთავში. – თხზ, ტ. 2, თბ., 1981;
- მისივე. ჰაემეტი ტექსტები და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ისტიორიისათვის. – „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, 1921, ტ. 3
- შანიძე მ. ჰაემეტობის გადმონაშთები X საუკუნის ერთ სინურ ხელნაწერში. – „კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე“, თბ., 1959. ტ. I
- სარჯველაძე ზ. ჰაემეტობის გადმონაშთები X საუკუნის სინურ ხელნაწერებში. – „სმამ“, 1968, ტ. 52, №1
- დანელია ა. სარჯველაძე ზ. ქართული პალეოგრაფია, თბ., 1997.