მაროკოს კრიზისები
(→პირველი 1005 წ. კრიზისი) |
(→მეორე 1911 წ. კრიზისი) |
||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==== მეორე 1911 წ. კრიზისი ==== | ==== მეორე 1911 წ. კრიზისი ==== | ||
− | 1911 წლის აპრილში საფრანგეთმა ისარგებლა ფესის რაიონში ადგილობრივი ტომების [[აჯანყება|აჯანყებით]] და დაიკავა ეს ქალაქი. გერმანიამ მაროკოს [[პორტი|პორტ]] აგადირში გაგზავნა ორი [[კრეისერი]] და საკანონერო ნავი „ავაზა“. გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობა [[ომი]]ს ზღვარზე დადგა. [[ანტანტა|ანტანტის]] განმტკიცების მიზნით, ინგლისმა მხარი დაუჭირა საფრანგეთს. გერმანია იძულებული გახდა, უკან დაეხია. 4 ოქტომბერს დაიდო საფრანგეთ-გერმანიის შეთანხმება, რომლითაც გერმანიამ ცნო საფრანგეთის უფლება მაროკოში, სამაგიეროდ კი მიიღო საფრანგეთის [[კონგოს რესპუბლიკა|კონგო]]ს ნაწილი და „ღია კარების“ რეჟიმი მაროკოში 30 წლით. 1912 წლის 30 მარტს მაროკო საფრანგეთის პროტექტორატად გამოცხადდა. | + | 1911 წლის აპრილში საფრანგეთმა ისარგებლა ფესის რაიონში ადგილობრივი ტომების [[აჯანყება|აჯანყებით]] და დაიკავა ეს ქალაქი. გერმანიამ მაროკოს [[პორტი|პორტ]] აგადირში გაგზავნა ორი [[კრეისერი]] და საკანონერო ნავი „ავაზა“. გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობა [[ომი]]ს ზღვარზე დადგა. [[ანტანტა|ანტანტის]] განმტკიცების მიზნით, ინგლისმა მხარი დაუჭირა საფრანგეთს. გერმანია იძულებული გახდა, უკან დაეხია. 4 ოქტომბერს დაიდო საფრანგეთ-გერმანიის შეთანხმება, რომლითაც გერმანიამ [[საერთაშორისო-სამართლებრივი ცნობა|ცნო]] საფრანგეთის უფლება მაროკოში, სამაგიეროდ კი მიიღო საფრანგეთის [[კონგოს რესპუბლიკა|კონგო]]ს ნაწილი და „ღია კარების“ რეჟიმი მაროკოში 30 წლით. 1912 წლის 30 მარტს მაროკო საფრანგეთის პროტექტორატად გამოცხადდა. |
− | + | ||
− | + | ||
==წყარო== | ==წყარო== |
მიმდინარე ცვლილება 15:56, 23 ივლისი 2024 მდგომარეობით
მაროკოს კრიზისები – განაპირობა საფრანგეთის მისწრაფებამ, დაეპყრო მაროკო (ალჟირისა და ტუნისის მსგავსად) და საფრანგეთ-გერმანიის ინტერესთა დაპირისპირებამ ამ ქვეყანაში 1905 და 1911 წლებში.
[რედაქტირება] პირველი 1005 წ. კრიზისი
1905 წლის დასაწყისში საფრანგეთი შეეცადა. აეძულებინა მაროკოს სულთანი, ჩაეტარებინა საფრანგეთისათვის ხელსაყრელი ზოგიერთი რეფორმა (ფრანგი მრჩევლების ხელმძღვანელობით პოლიციის ორგანიზაცია და ბანკის შექმნა) და მიეცა ფრანგული ფირმებისათვის დიდი კონცესიები. საფრანგეთის წინააღმდეგ გამოვიდა გერმანია, რომელმაც მოითხოვა მაროკოს საკითხის განსახილველად კონფერენციის მოწვევა „ღია კარების“ პრინციპისა და თანაბარი შესაძლებლობების აღსარების საფუძველზე. ამ მოთხოვნას თან ახლდა გერმანიის სამხედრო მუქარა საფრანგეთისადმი. 1905 წლის 31 მარტს გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II „საზღვაო გასეირნების“ დროს შეჩერდა ტანყერში და საჯარო გამოსვლაში თავი „მაროკოს დამოუკიდებლობის დამცველად" გამოაცხადა მან მოითხოვა გერმანიისათვის თავისუფლება მაროკოსთან ვაჭრობაში. მისის სიტყვა შეაფასეს, როგორც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გამოწვევა. საფრანგეთმა დათმო, მაგრამ 1906 წლის 15 იანვარს ალხესირასში მოწვეულ კონფერენციაზე გერმანია იზოლაციაში მოექცა და დიპლომატიური დამარცხება განიცადა. 1909 წლის თებერვალში საფრანგეთ-გერმანიის ხელშეკრულებით, მაროკოში ფრანგული და გერმანული მონოპოლიების „ეკონომიკური თანასწორობის“ შესახებ, გერმანიამ აღიარა საფრანგეთის განსაკუთრებული პოლიტიკური ინტერესები ამ ქვეყანაში.
[რედაქტირება] მეორე 1911 წ. კრიზისი
1911 წლის აპრილში საფრანგეთმა ისარგებლა ფესის რაიონში ადგილობრივი ტომების აჯანყებით და დაიკავა ეს ქალაქი. გერმანიამ მაროკოს პორტ აგადირში გაგზავნა ორი კრეისერი და საკანონერო ნავი „ავაზა“. გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობა ომის ზღვარზე დადგა. ანტანტის განმტკიცების მიზნით, ინგლისმა მხარი დაუჭირა საფრანგეთს. გერმანია იძულებული გახდა, უკან დაეხია. 4 ოქტომბერს დაიდო საფრანგეთ-გერმანიის შეთანხმება, რომლითაც გერმანიამ ცნო საფრანგეთის უფლება მაროკოში, სამაგიეროდ კი მიიღო საფრანგეთის კონგოს ნაწილი და „ღია კარების“ რეჟიმი მაროკოში 30 წლით. 1912 წლის 30 მარტს მაროკო საფრანგეთის პროტექტორატად გამოცხადდა.