ცხვედიეთი
(ახალი გვერდი: '''ცხვედიეთი''' – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, [[მთიულეთი|მთ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ცხვედიეთი''' – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, [[მთიულეთი|მთიულეთში]], დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფასანაურის თემში. გაშენებულია გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მთიულეთის არაგვის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1400 მ. დუშეთიდან 60 კმ. | '''ცხვედიეთი''' – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, [[მთიულეთი|მთიულეთში]], დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფასანაურის თემში. გაშენებულია გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მთიულეთის არაგვის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1400 მ. დუშეთიდან 60 კმ. | ||
| + | ==== სახელწოდბა ==== | ||
ს. მაკალათიას თავის ცნობილ გამოკვლევაში ცხვედიეთი დასახელებული აქვს როგორც ცხვედიანი როგორც ვხედავთ, ეს [[ტოპონიმი]]ც ისევე ყოფილა გაფორმებული გვაროვნული სიმრავლის -ნ, -ან [[სუფიქსი]]თ, როგორც მთიულეთ-გუდამაყრის სხვა არაერთი სოფლის სახელწოდება (შდრ. ნადიბა-ან-ი, ყველა-ან-ი, ციხი-ან-ი, კაიშაურ-ნ-ი, ჩოხელ-ნ-ი, ბედო-ნ-ი, ჟოჟო-ნ-ი, თორელა-ან-ი და სხვ. მრ.). | ს. მაკალათიას თავის ცნობილ გამოკვლევაში ცხვედიეთი დასახელებული აქვს როგორც ცხვედიანი როგორც ვხედავთ, ეს [[ტოპონიმი]]ც ისევე ყოფილა გაფორმებული გვაროვნული სიმრავლის -ნ, -ან [[სუფიქსი]]თ, როგორც მთიულეთ-გუდამაყრის სხვა არაერთი სოფლის სახელწოდება (შდრ. ნადიბა-ან-ი, ყველა-ან-ი, ციხი-ან-ი, კაიშაურ-ნ-ი, ჩოხელ-ნ-ი, ბედო-ნ-ი, ჟოჟო-ნ-ი, თორელა-ან-ი და სხვ. მრ.). | ||
მიმდინარე ცვლილება 18:33, 26 მაისი 2024 მდგომარეობით
ცხვედიეთი – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მთიულეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფასანაურის თემში. გაშენებულია გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მთიულეთის არაგვის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1400 მ. დუშეთიდან 60 კმ.
[რედაქტირება] სახელწოდბა
ს. მაკალათიას თავის ცნობილ გამოკვლევაში ცხვედიეთი დასახელებული აქვს როგორც ცხვედიანი როგორც ვხედავთ, ეს ტოპონიმიც ისევე ყოფილა გაფორმებული გვაროვნული სიმრავლის -ნ, -ან სუფიქსით, როგორც მთიულეთ-გუდამაყრის სხვა არაერთი სოფლის სახელწოდება (შდრ. ნადიბა-ან-ი, ყველა-ან-ი, ციხი-ან-ი, კაიშაურ-ნ-ი, ჩოხელ-ნ-ი, ბედო-ნ-ი, ჟოჟო-ნ-ი, თორელა-ან-ი და სხვ. მრ.).
ტოპონიმისათვის ამოსავალი ჩანს ძველი ქართული ანთროპონიმული (წინაპრის საკუთარი ან შერქმეული სახელი) – მცხუედი, რომელიც ენაში რამდენიმე მნიშვნელობით იხმარებოდა: „მცირე“, „გვიანი“, „ზარმაცი“: „ნუ გეშინინ… მცხუედო (||მცირეო) ჩემო ისრაელ“.
მთიულურ დიალექტში მცხუედ-||მცხუედია სახელს თავკიდური მანი ჩამოშორებია და ცხვედია მიგვიღია. მაშასადამე ცხვედიეთი (მთიულ. ცხვედიათი) უნდა გავიგოთ როგორც „ცხვედიას შთამომავალთა სოფელი“, „ცხვედ-იან-ი“.