ერუშეთის მთიანეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ერუშეთის მასივი“ გადაიტანა გვერდზე „ერუშეთის მთიანეთი“ გადამ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
ქართული ენციკლოპედია | ქართული ენციკლოპედია | ||
| − | + | [[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]] | |
[[კატეგორია:ქედები საქართველოში]] | [[კატეგორია:ქედები საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:ქედები თურქეთში]] | [[კატეგორია:ქედები თურქეთში]] | ||
[[კატეგორია:ქედები სამხრეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:ქედები სამხრეთ საქართველოში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:32, 17 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
ერუშეთის მთიანეთი, (ერუშეთის მასივი) – ტექტონიკურ-ვულკანური მთიანეთი სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის დასავლეთ ნაწილში, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. ვრცელდება თურქეთის ტერიტორიაზეც. მთიანეთის დასავლეთ ნაწილში შემოდის ერუშეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთები.
ერუშეთის მთიანეთი აგებულია ნეოგენური გოდერძის წყებით – ლავებითა და ტუფებით. ლავათა შემადგენლობა ცვალებადობს ბაზალტიდან ანდეზიტ-დაციტამდე. უმაღლესი მწვერვალია გუმბათი (2963 მ). აღსანიშნავია აგრეთვე მაღალი მთები – შაბანიბელი, ვანისმთა და შუაკარავი. ერუშეთის მთიანეთი დანაწევრებულია მტკვრის მარცხენა შენაკადების ხეობებით. 2000 მ სიმაღლემდე შემოსილია შერეული ტყით, თხემური ზონა სუბალპური და ალპური მდელოებსა და მდელო-სტეპებს უკავია. (ლ. მარუაშვილი)
[რედაქტირება] წყარო
ქართული ენციკლოპედია