აბასთუმანი (კურორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კურორტი აბასთუმანი“ გადაიტანა გვერდზე „აბასთუმანი (კურორტი)“ ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აბასთუმნი''' – სამთო-კლიმატური კურორტი [[მესხეთის ქედი]]ს სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1250-1450მ-ზე [[მდინარე]] [[ოცხე (მდინარე)|ოცხე]]ს ღრმა და ვიწრო ხეობაში. ჩრდილოდასავლეთიდან დაცულია ზეკარის ქედით. ხეობა და მისი გარემომცველი ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით (ძირითადად [[ნაძვი]], [[ფიჭვი]], [[სოჭი]]). კლიმატი ძირითადად განპირობებულია რელიეფის მაღალი ჰიფსომეტრიული მდებარეობით და სირთულით. ზამთარი ზომიერად რბილია, ზომიერად თოვლიანი; მყარი თოვლის საფარი შენარჩუნებულია დეკემბრის შუა ნაწილიდან, მარტის შუა ხანებამდე. გაზაფხული მოკლეა, ხასიათდება არამდგრადი ამინდებით. ზაფხული ზომიერად თბილია; საშუალო ტემპერატურა აგვისტოში 16 გრადუსია. შემოდგომა გრძელი, თბილი, მშრალი და მზიანია. ნალექები დაახლოებით 600მმ წელიწადში, მზის ნათების რაოდენობა წელიწადში 1970 საათია.

'''აბასთუმნი''' – (ინგლ.Abastumani, რუს. Абастумани), კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი სამხრეთ [[საქართველო|საქართველოში]], [[ადიგენის მუნიციპალიტეტი|ადიგენის რაიონში]], ქალაქის ტიპის დაბა [[სამცხე-ჯავახეთი|სამცხე-ჯავახეთში]], ქ. [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხიდან]] 28 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, ქ. [[ბორჯომი (ქალაქი)|ბორჯომი]]დან − 75 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. [[თბილისი]]დან − 287 კმ-ში, დასავლეთით. მდებარეობს [[მესხეთი]]ს [[აჭარა-იმერეთის ქედი]]ს სამხრეთის კალთაზე, [[მდინარე]] ოცხის (მდინარე [[აბასთუმნისწყალი]], მდინარე [[ქვაბლიანი (მდინარე)|ქვაბლიანი]]ს მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1250-1450 მ-ის სიმაღლეზე.
ძლიერი ქარები როგორც წესი არ არის, რელიეფის ხასიათიდან გამომდინარე; სუსტი და ზომიერი მთა-ხეობის ქარები უზრუნველყოფენ კარგ ვენტილაციას. ჰაერი ძალზედ სუფთა, გამჭვირვალე და წიწვოვანი ტყის არომატით არის გაჯერებული.

მთის კლიმატი კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია, კლიმატოთერაპიის ჩასატარებლად მთელი წლის განმავლობაში. ამასთან კურორტი ფლობს თერმული (41-48 გრად) წყლების მნიშვნელოვან მარაგს (ცხელი წყაროები აქ ცნობილი იყო ჯერ კიდევ XI საუკუნეში). სამი წყაროს დებიტი (ბოგოტირის, გველის და ოქროს) შეადგენს 1 მლნ. ლიტრს წუთში. ცალკე აღნიშვნის ღირსია [[ყანობილი]]ს მთაზე ზღვის დონიდან 1650მ-ზე მდებარე [[აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია]].

[[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]] მთაგორიანია.

==წყრო==

'''ჰავა''' − ზომიერად ნოტიო, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადი, შუა დეკემბრიდან მარტის თვის მეორე
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები

დეკადის ბოლომდე. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6,4°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 17,2°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 626 მმ-ს, ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 77%-ს, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1967 საათს

კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია წიწვოვანი ([[ნაძვი]], [[ფიჭვი]], [[სოჭი]]) ტყეებით.

'''აბასთუმნის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია:''' შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და მინერალური წყლები. ეს წყლები მოიპოვება მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე მდებარე გამოსავლებიდან. აღნიშნული მინერალური წყლები არის თერმული, სუსტი მინერალიზაციის (M-0,4-0,7 გ/დმ3) კაჟმჟავა, სულფატურ-ქლორიდული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც ძირითადად განსხვავდება წყლის ტემპერატურით: გოლიათის წყაროს წყლის ტემპერატურაა 50°C, გველის – 42°C და სურავანდის – 39°C.

'''აბასთუმანში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია:'''

პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები, შესხურებები და გამორეცხვები აღნიშნული წყლით.

'''ჩვენებები აბასთუმანში წასასვლელად:'''

[[ფილტვები]]ს ტუბერკულოზი; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოების, სუნთქვისა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები.

===== ტურისტული ობიექტები: =====

აბასთუმანსა და მის მიდამოებში

[[აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია]];

ხიდი მდინარე ოცხეზე (XII-XIII საუკუნეები);

შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ეკლესია;

„[[თამარის ციხე (ადიგენის მუნიციპალიტეტი)|თამარის ციხე]]“;

მართლმადიდებლური ეკლესია „[[ახალი ზარზმა]]“ (1899-1902 წლები), რომლის ინტერიერი მოხატა მ. ნესტეროვმა (1902-1904 წლები) და სხვ.).

== წყარო==

[[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]]

[[კატეგორია: კურორტები]]

[[კატეგორია:კურორტები საქართველოში]]

[[კატეგორია:კურორტები საქართველოში]]

[[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]]

[[კატეგორია:კურორტები ადიგენის მუნიციპალიტეტში]]

[[კატეგორია:კურორტები ადიგენის მუნიციპალიტეტში]]
[[კატეგორია:კურორტები სამხრეთ საქართველოში]]

[[კატეგორია:კურორტები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]

[[კატეგორია:კურორტები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]

16:53, 26 მარტი 2025-ის ვერსია

აბასთუმნი – (ინგლ.Abastumani, რუს. Абастумани), კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი სამხრეთ საქართველოში, ადიგენის რაიონში, ქალაქის ტიპის დაბა სამცხე-ჯავახეთში, ქ. ახალციხიდან 28 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, ქ. ბორჯომიდან − 75 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. თბილისიდან − 287 კმ-ში, დასავლეთით. მდებარეობს მესხეთის აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთის კალთაზე, მდინარე ოცხის (მდინარე აბასთუმნისწყალი, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1250-1450 მ-ის სიმაღლეზე.

რელიეფი მთაგორიანია.

ჰავა − ზომიერად ნოტიო, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადი, შუა დეკემბრიდან მარტის თვის მეორე დეკადის ბოლომდე. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6,4°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 17,2°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 626 მმ-ს, ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 77%-ს, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1967 საათს

კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) ტყეებით.

აბასთუმნის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და მინერალური წყლები. ეს წყლები მოიპოვება მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე მდებარე გამოსავლებიდან. აღნიშნული მინერალური წყლები არის თერმული, სუსტი მინერალიზაციის (M-0,4-0,7 გ/დმ3) კაჟმჟავა, სულფატურ-ქლორიდული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც ძირითადად განსხვავდება წყლის ტემპერატურით: გოლიათის წყაროს წყლის ტემპერატურაა 50°C, გველის – 42°C და სურავანდის – 39°C.

აბასთუმანში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია:
პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები, შესხურებები და გამორეცხვები აღნიშნული წყლით.

ჩვენებები აბასთუმანში წასასვლელად:
ფილტვების ტუბერკულოზი; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოების, სუნთქვისა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები.

ტურისტული ობიექტები:

აბასთუმანსა და მის მიდამოებში
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია;
ხიდი მდინარე ოცხეზე (XII-XIII საუკუნეები);
შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ეკლესია;
თამარის ციხე“;
მართლმადიდებლური ეკლესია „ახალი ზარზმა“ (1899-1902 წლები), რომლის ინტერიერი მოხატა მ. ნესტეროვმა (1902-1904 წლები) და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები