ამადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამადა“ გადაიტანა გვერდზე „ამადა (ტაძარი)“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამადა (ტაძარი)“ გადაიტანა გვერდზე „ამადა“ გადამისამართებაზე)

01:29, 6 ნოემბერი 2024-ის ვერსია

ამადა – სოფელი ასუანიდან 200 კმ სამხრეთით, სადაც მდებარეობს XVIII დინასტიის ფარაონების თოტმეს III-ის და ამონხეტეპ II-ის მიერ აგებული ცნობილი ამადას ტაძარი, მიძღვნილი ამონ-რასა და რა-ხორახტისადმი. ტაძრის ფასადი დაასრულა სეტი I-მა, რომელმაც მას პატარა პილონი მიუშენა.

1964-1975 წწ. ასუანის კაშხალის აგებასთან დაკავშირებით ტაძარი გადააადგილეს დაახლ. 65 მეტრით ზევით და 2 კილომეტრით უკან. პირველმა ტაძარი შეისწავლა ა. გოტიემ. ტაძრის კედლებზე მოთავსებულია ორი მნიშვნელოვანი წარწერა: ერთი მოგვითხრობს ამონხეტეპ II-ის მიერ შვიდი Takhesy-ს (სირია) ბელადის გაჟლეტის შესახებ, მეორე კი მერნეპტახის დროს ეგვიპტეში ლიბიელების შეჭრაზე.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები