გეოდეზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გეოდეზია''' − (geodesy),  საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა დარგი, რომელიც დედამიწის გეომეტრიული ელემენტების ასტრონომიულ-გეოდეზიური, გრავიმეტრიული და წმინდა ასტრონომიული გაზომვებისა და დაკვირვებების, განაზომთა მათემატიკური დამუშავებისა და გამონათვალთა გრაფიკული გამოხაზვის (გეგმები, რუკები, პროფილები) საშუალებით შეისწავლის დედამიწის ნამდვილ სახესა და ოდენობას დროთა ვითარებაში მათი ცვალებადობის გათვალისწინებით; განსაზღვრავს დედამიწის ტოპოგრაფიულ ელემენტთა სივრცულ განლაგებასა და ზომას; გეომეტრიულად სწორი გადაწყვეტის თვალსაზრისით ამოხსნის სახალხო მეურნეობისა და [[სამხედრო საქმე|სამხედრო საქმი]]ს ისეთ ამოცანებს, რომლებიც დაკავშირებულია [[საინჟინრო ნაგებობა|საინჟინრო ნაგებობათა]] და სასოფლო-სამეურნეო სავარგულთა კვლევა-ძიება-ტრასირებასთან, დაპროექტებასთან, მშენებლობასთან, ექსპლუატაციასა და სამხედრო სტრატეგიასთან.
+
'''გეოდეზია''' − (geodesy),  მეცნიერების, ტექნიკის და წარმოების დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ფორმას, ზომებს, მათ ცვალებადობას დროის მიხედვით, გრავიტაციულ ველს, ამუშავებს გაზომვებისა და გამოთვლების მეთოდებს, საშუალებებს. შედგება შემდეგი დისციპლინებისგან: უმაღლესი გეოდეზია (თეორიული გეოდეზია, სფეროიდული გეოდეზია, ძირითადი გეოდეზიური სამუშაოები), კოსმოსური ანუ თანამგზავრული გეოდეზია, ტოპოგრაფია, საზღვაო გეოდეზია, გამოყენებითი ანუ საინჟინრო გეოდეზია, სამარკშრეიდერო საქმე.  
 
+
დედამიწის ხილული ზედაპირი ურთულესი სახისაა და მუდამ იცვლება. მისი რელიეფის გამოსახვა მათემატიკური ფორმულებით შეუძლებელია, დედამიწის ხილული ზედაპირის წერტილთა კოორდინატების უშუალოდ ამ ზედაპირზე განსაზღვრა – მიუღწეველი. გეოდეზია ძირითადად წყვეტს სამ ამოცანას: დედამიწიდან გამოყოფს მთავარ ნაწილს – მშვიდ ზედაპირს, რომელიც ზედმიწევნით გამოსახავს დედამიწის საერთო სახეს; საერთო სახის ზედაპირს იყენებს დედამიწის ხილულ ზედაპირზე მიღებულ განაზომთა რედუცირებისა და მათემატიკური დამუშავებისათვის (განისაზღვრება ყოველი წერტილის ორ-ორი კოორდინატი); იგივე ზედაპირს გამოიყენებს წერტილთა სიმაღლეების ათვლისათვის, როგორც გამოსავალს წერტილთა მესამე კოორდინატის დასადგენად.
+
  
 +
გეოდეზიასთან მჭიდრო კავშირშია: ასტრონომია, გრავიმეტრია, კარტოგრაფია, გის (GIS), [[ფოტოგრამმეტრია|ფოტოგრამმეტრი]]ა, დისტანციური ზონდირება, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, [[მათემატიკა]], ფიზიკა და სხვ.
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი]]
 
[[კატეგორია:დისციპლინები]]
 
[[კატეგორია:დისციპლინები]]
 
[[კატეგორია:გეოდეზია]]
 
[[კატეგორია:გეოდეზია]]
 
[[კატეგორია:მეცნიერების დარგები]]
 
[[კატეგორია:მეცნიერების დარგები]]

მიმდინარე ცვლილება 21:24, 19 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

გეოდეზია − (geodesy), მეცნიერების, ტექნიკის და წარმოების დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ფორმას, ზომებს, მათ ცვალებადობას დროის მიხედვით, გრავიტაციულ ველს, ამუშავებს გაზომვებისა და გამოთვლების მეთოდებს, საშუალებებს. შედგება შემდეგი დისციპლინებისგან: უმაღლესი გეოდეზია (თეორიული გეოდეზია, სფეროიდული გეოდეზია, ძირითადი გეოდეზიური სამუშაოები), კოსმოსური ანუ თანამგზავრული გეოდეზია, ტოპოგრაფია, საზღვაო გეოდეზია, გამოყენებითი ანუ საინჟინრო გეოდეზია, სამარკშრეიდერო საქმე.

გეოდეზიასთან მჭიდრო კავშირშია: ასტრონომია, გრავიმეტრია, კარტოგრაფია, გის (GIS), ფოტოგრამმეტრია, დისტანციური ზონდირება, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა და სხვ.


[რედაქტირება] წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები