ყვითელი ყანჩა
(ახალი გვერდი: '''ყვითელი ყანჩა''' (''ლათ''. Ardeola ralloides Scopoli), 1769 – ფრინველი [[ყანჩისებრნი|...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Yviteli yancha.PNG|thumb|200px|ყვითელი ყანჩა]] | ||
'''ყვითელი ყანჩა''' (''ლათ''. Ardeola ralloides Scopoli), 1769 – ფრინველი [[ყანჩისებრნი|ყანჩისებრთა]] ოჯახისა. საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 195-240 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 58-68 მმ, წონა – 300-350 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა, მაგრამ დედალს ქოჩორი და ზურგის მომრთველი ბუმბულები ნაკლებად აქვს განვითარებული. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა თეთრია, მაგრამ თავის გვერდები და კისერი ყვითელია. კისრის ქვემო მხარე, ჩიჩახვი და მკერდი კაშკაშა ჟანგ-მიწისფერია, ხოლო ყელი თეთრი. კეფასა და კისრის უკანა ნაწილში ყვითელ ფონზე წვრილი გასწვრივი, თითქმის შავი ზოლებია. თავზე წაგრძელებული ბუმბულები „ქოჩორს“ ქმნიან. მისი ყველაზე გრძელი ლენტისებური ბუმბულები თეთრია, მაგრამ კიდეები შავი აქვთ. ჩიჩახვისა და მხრების ე. წ. მომრთველი ბუმბულები დაგრძელებული და დაცარულია. ზურგი და მისი მომრთველი ბუმბულები ღვინისფერია, მოყვითალო ბოლოებით. ფრთები, კუდქვეშა ბუმბულები, კუდი და სხეულის მთელი ქვემო მხარე თეთრია, აქა-იქ სუსტი მოყვითალო ელფერით. თვალების ირგვლივ ტიტველი კანი მომწვანოა, ნისკარტი – ცისფერი, თითქმის შავი წვეროთი. ფეხები მუქია, ტერფი – ყვითელი, ბრჭყალები – შავი, ზამთარში მომრთველი ბუმბულები არა აქვს. | '''ყვითელი ყანჩა''' (''ლათ''. Ardeola ralloides Scopoli), 1769 – ფრინველი [[ყანჩისებრნი|ყანჩისებრთა]] ოჯახისა. საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 195-240 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 58-68 მმ, წონა – 300-350 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა, მაგრამ დედალს ქოჩორი და ზურგის მომრთველი ბუმბულები ნაკლებად აქვს განვითარებული. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა თეთრია, მაგრამ თავის გვერდები და კისერი ყვითელია. კისრის ქვემო მხარე, ჩიჩახვი და მკერდი კაშკაშა ჟანგ-მიწისფერია, ხოლო ყელი თეთრი. კეფასა და კისრის უკანა ნაწილში ყვითელ ფონზე წვრილი გასწვრივი, თითქმის შავი ზოლებია. თავზე წაგრძელებული ბუმბულები „ქოჩორს“ ქმნიან. მისი ყველაზე გრძელი ლენტისებური ბუმბულები თეთრია, მაგრამ კიდეები შავი აქვთ. ჩიჩახვისა და მხრების ე. წ. მომრთველი ბუმბულები დაგრძელებული და დაცარულია. ზურგი და მისი მომრთველი ბუმბულები ღვინისფერია, მოყვითალო ბოლოებით. ფრთები, კუდქვეშა ბუმბულები, კუდი და სხეულის მთელი ქვემო მხარე თეთრია, აქა-იქ სუსტი მოყვითალო ელფერით. თვალების ირგვლივ ტიტველი კანი მომწვანოა, ნისკარტი – ცისფერი, თითქმის შავი წვეროთი. ფეხები მუქია, ტერფი – ყვითელი, ბრჭყალები – შავი, ზამთარში მომრთველი ბუმბულები არა აქვს. | ||
14:21, 30 იანვარი 2025-ის ვერსია
ყვითელი ყანჩა (ლათ. Ardeola ralloides Scopoli), 1769 – ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 195-240 მმ-ია, ნისკარტი – 58-68 მმ, წონა – 300-350 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა, მაგრამ დედალს ქოჩორი და ზურგის მომრთველი ბუმბულები ნაკლებად აქვს განვითარებული. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა თეთრია, მაგრამ თავის გვერდები და კისერი ყვითელია. კისრის ქვემო მხარე, ჩიჩახვი და მკერდი კაშკაშა ჟანგ-მიწისფერია, ხოლო ყელი თეთრი. კეფასა და კისრის უკანა ნაწილში ყვითელ ფონზე წვრილი გასწვრივი, თითქმის შავი ზოლებია. თავზე წაგრძელებული ბუმბულები „ქოჩორს“ ქმნიან. მისი ყველაზე გრძელი ლენტისებური ბუმბულები თეთრია, მაგრამ კიდეები შავი აქვთ. ჩიჩახვისა და მხრების ე. წ. მომრთველი ბუმბულები დაგრძელებული და დაცარულია. ზურგი და მისი მომრთველი ბუმბულები ღვინისფერია, მოყვითალო ბოლოებით. ფრთები, კუდქვეშა ბუმბულები, კუდი და სხეულის მთელი ქვემო მხარე თეთრია, აქა-იქ სუსტი მოყვითალო ელფერით. თვალების ირგვლივ ტიტველი კანი მომწვანოა, ნისკარტი – ცისფერი, თითქმის შავი წვეროთი. ფეხები მუქია, ტერფი – ყვითელი, ბრჭყალები – შავი, ზამთარში მომრთველი ბუმბულები არა აქვს.
სარჩევი |
გავრცელება
ევროპაში ბუდობს პირენეის სამხრეთ ნაწილში, საფრანგეთში, ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, უნგრეთში, იუგოსლავიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, სსრკ ევროპული ნაწილის სამხრეთში; აფრიკაში − საჰარის ჩრდილოეთით მაროკოდან ტუნისამდე, ხოლო სამხრეთით − მთელ კონტინენტზე, აგრეთვე მადაგასკარზე. აზიაში − წინა აზია, სირია, ერაყი, ირანი და შუა აზია. ზამთრობს ძირითადად აფრიკაში, მაგრამ ნაწილი – ევროპის უკიდურეს სამხრეთში. საქართველოში მოიპოვება მეტწილად მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
ბუდობისათვის ირჩევს ფართოფოთლოვანი ტყის კორომებს, ტბებსა და ჭაობებს შორის ან ლელქაშს. ზოგან სახლდება ტყის დიდ მასივებში, თუ იგი შორს არაა წყალსატევებისა და ჭაობებისაგან. ხემცენარეების სიმცირის დროს ბუდობს მდინარეებისა და ტბების ლელქაშიან ნაპირებზე.
გამრავლება
მონოგამიური, კოლონიებად მობუდარი ფრინველია. ბუდეს აკეთებს ხეებზე ან ლელის ჩალეწილ გროვაზე. მაისის პირველ ნახევარში დებს ჩვეულებრივად 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება უპირატესად დედალი. მას ზოგჯერ ცვლის მამალიც. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დაუდგენელია.
კვება
ძირითადი საკვებია მწერები, უპირატესად კალიები, კუტკალიბი, ნაირგვარი ჭიები და მატლები, ობობები, პატარა ბაყაყები და თავკომბალები.
მნიშვნელობა
დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა მავნე მწერების განადგურებით გარკვეულ სარგებლობას იძლევა.