კაკაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Kakabi.PNG|thumb|180px|კაკაბი]]
 
'''კაკაბი''' (''ლათ''. Alectoris graeca Meisner, 1804) – ფრინველთა გვარი ხოხბისებრთა ოჯახისა ქათმისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − კაკაბი
 
'''კაკაბი''' (''ლათ''. Alectoris graeca Meisner, 1804) – ფრინველთა გვარი ხოხბისებრთა ოჯახისა ქათმისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − კაკაბი
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)

მიმდინარე ცვლილება 20:21, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

კაკაბი

კაკაბი (ლათ. Alectoris graeca Meisner, 1804) – ფრინველთა გვარი ხოხბისებრთა ოჯახისა ქათმისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − კაკაბი

კაკაბი საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 150-180 მმ-ია, კუდი – 75-110 მმ, ნისკარტი – 18-23 მმ, წონა – 350-550 გ. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. გარეგნულად საკმაოდ მოხდენილი ფრინველია, ქათმებისათვის დამახასიათებელი შესახედაობით. ზრდასრულ ფრინველს ზურგის მხარე ნაცრისფერი აქვს; შუბლი შავია, საიდანაც შავი ზოლები მიემართებიან თვალებისა და ყურების გასწვრივ, გადადიან კისრის ორივე მხარეს და შავი არშიად ევლებიან ღია ფერის ყელს. თავი და კისერი ზემოდან რუხია, მოღვინისფრო-ვარდისფერი ელფერით. პირის კუთხეებთან შავი ლაქებია. პირველი რიგის მომქნევები მურა ფერისაა. ნიკაპი, ყელი და კისრის წინა მხარე მოჟანგმიწისფრო-თეთრია; მუცელი – ჟანგმიწისფერ-ყვითელი. საჭის ბუმბულები მოწაბლისფრო-ქარცია. გვერდებზე მკვეთრად გამოხატული რამდენიმე შავი, წაბლისფერში გარდამავალი განივი ზოლია. ფეხები და ნისკარტი წითელია.

ცნობილია კაკბის 16 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური კაკაბი – A. g. caucasica Suschkin, 1927.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს პალეარქტიკის ზომიერ სარტყელს: სამხრეთ ევროპაშიპირენეებს, ალპებს, ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს, კავკასიას, შემდეგ წინა, შუა და ცენტრალურ აზიას – ტიანშანის, ალტაის, ჰიმალაის მთებს, ტიბეტსა და მანჯურიას. საქართველოში მოიპოვება როგორც მთავარ, ისე მცირე კავკასიონზე, როგორც მობინადრე ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

მთების კლდოვანი, ციცაბო ფერდობები, ქსეროფილური მცენარეულობით. მთავარი კავკასიონის მთებში შეიძლება შეგვხვდეს 3500 მ-ის სიმაღლეზე, ხოლო შირაქსა და ელდარში ბინადრობს მშრალ, ფლატეებიან გორაკებსა და საღსაღაჯის ნათელ ტყეში 300 მ-ის სიმაღლეზე ზ. დ. რიცხობრივად მეტია დაბალ ზონაში, სადაც თოვლის საფარი იშვიათი და მცირეა.

[რედაქტირება] გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. მარტის დასაწყისში გუნდები იშლებიან და ფრინველები წყვილდებიან. ბუდობს ძეძვის, საღსაღაჯის და სხვა ქსეროფილურ ბუჩქნარებში. დედალი აკეთებს ბუდეს, რომელიც წარმოადგენს მიწის პატარა ჩაღრმავებას, ამოფენილს ხმელი ფოთლებით, ბალახითა და ბუმბულით. დებს 10-18 კვერცხს. ადრეული ბუდობა შეიძლება შეგვხვდეს მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მოგვიანებული ივნისის მეორე ნახევარში. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება. ახალგამოჩეკილები ერთი საათის შემდეგ კარგად დარბიან და იკენკებიან. 3 თვის ასაკში თითქმის მოზრდილების სიდიდეს აღწევენ.

[რედაქტირება] კვება

კაკბის ძირითადი საკვებია ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეების თესლები და მწვანე ნაწილები უპირატესობას პარკოსნებს ანიჭებს. ცხოველური საკვები რაოდენობრივად მცირეა, მაგრამ ზაფხულში ყოველთვის იკვებება მწერებით, მათი მატლებითა და ჭუპრებით, აგრეთვე ზოგიერთი მოლუსკით. საკვების შედგენილობა წლის სეზონების მიხედვით ცვალებადია.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

საბჭოთა კავშირში ზოგან სარეწაო მნიშვნელობა აქეს. საქართველოში ერთ-ერთი მეტად ძვირფასი სპორტული სანადირო ობიექტია.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები